LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს ომზე – კახა კალაძე

55

„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს ომზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„წინა ხელისუფლების ქმედებების გამო, ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. რა განცხადებებზე ვსაუბრობთ საერთოდ. „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს ომზე. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა, 200-მდე სოფელი. დღეს ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოდიხართ, საუბრობთ ომზე, ძალიან უხერხულია,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები