LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა”  ლარის გაუფასურების მოლოდინებს შეგნებულად ზრდის – გიორგი კაკაურიძე

80

ნაციონალური მოძრაობა”  ლარის გაუფასურების მოლოდინებს შეგნებულად ზრდის,“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჩვენ მიმდინარე წლის ბიუჯეტი რაც დაგეგმილი გვაქვს, შემოსავლების მხარე გადაჭარბებით სრულდება, ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ბიუჯეტის დარჩენილ პერიოდში ხარჯვას ლარზე არანაირი გავლენა არ ექნება. შესაბამისად, თხოვნა, მათ შორის, ოპოზიციასთან მექნება, ცრუ მოლოდინებს ნუ აჩენენ. ჩვენი ახალი ბიუჯეტი რამდენიმე დღის წინ სავალუტო ფინდმა შეაფასა და თქვა, რომ ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის კუთხით ისინი ამ ბიუჯეტს მხარს უჭერენ და ის ბიუჯეტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობსსაგარეო ვალი დაახლოებით მილიარდ 600 მილიონი, საშინაო ვალი კი დაახლოებით 400 მილიონი იქნება. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინით, რომ მომდევნო წელს ვალის დაფარვის მოცულობა უპრეცენდენტოდ მაღალია. მომდევნო წელს 760 მილიონი ლარის ოდენობით ვალები დაიფარება. ოპოზიციას, რა თქმა უნდა, თავისი დღის წესრიგი აქვს,“- განაცხადა კაკაურიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მიძრაობა” 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს და 2017 წლის ბიუჯეტის ტყუპისცალს უწოდებს. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის, განმარტებით, „2018  წლის ბიუჯეტის პროექტი ძალიან ცუდი დოკუმენტია და ყველა იმ შეცდომას იმეორებს, რასაც 5 წლის განმავლობაში უშვებდნენ.“ გოცირიძის თქმით, ბიუჯეტი დაუბალანსებელია და შიდადა და საგარეო ვალი დიდი რაოდენობით იზრდება.

პოპულალურები