LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს

63

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა მათთვის მისაღებია და მას მხარს დაუჭერენ.

„ჩვენი პოზიცია თავიდანვე ის იყო, რომ სახალხო დაცველის პოსტზე დასახელებულიყო არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატურა. ვრჩებით ჩვენი გაცხადებული პრინიციპის ერთგული და მხარს დავუჭერთ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატურას. ჩვენ შევხვდით და მოვუსმინეთ ნინომ ლომჯარიას. ვფიქრობთ, რომ მას აქვს დიდი გამოცდილება. შესაძლოა, არსებობდეს რაღაც საკითხები, რომელზეც ჩვენ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ პრინციპი, რომ ამ პოზიციაზე დასახელებული უნდა იყოს არასამთავრობოების წარდგენილი კანდიდატი, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ წარდგენილი კანდიდატი არის ადეკვატური, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი მხარდაჭერა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები