LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შს მინისტრის მისვლას ითხოვს

40

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია – ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ფრაქციის ფორმატში ითხოვს. ამ საკითხს ოპოზიციური პარტია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს. კრიმინოგენული ვითარების გარდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მინისტრმა უნდა უპასუხოს აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების შესახებ დღემდე პასუხგაუცემელ შეკითხვებს.

შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ფრაქციაში და არ იქნება საკმარისი, რომ სადღაც უმრავლესობამ დაიბაროს, დაგვიძახოს და ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა მოგვცეს. დავიცვათ კონსტიტუციური უფლებები, – აცხადებს რომან გოცირიძე.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ფრაქციასთან შესახვედრად მისვლის საკითხი, თავად მინისტრის გადასაწყვეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები