LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის – ნიკა მელია

39

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის და ხვალ რუსთაველის მეტროსთან მანიფესტაციის გამართავს გეგმავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა.

„რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა დააკავეს საქართველოს პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე.

სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის და მოუწოდებს ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენას. პარტია ამ წუთიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები