LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს ფრაქციის სხდომაზე იბარებს

93

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს ფრაქციის სხდომაზე იბარებს.

ფრაქციამ შესაბამისი მიმართვა გრიგოლ გოგელიას სახელზე უკვე მოამზადა და ბორდთან  შეხვედრის მიზნით ფრაქციის სხდომა 7 მარტისთვის ჩანიშვა.

მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

პოპულალურები