LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” ზურაბ აბაშიძის პარლამენტში მისვლას მოთხოვს

25

„ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ მოითხოვს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პარლამენტში მივიდეს. სალომე სამადაშვილის თქმით, ოკუპაციის ფაზა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ გადავიდა ღია და აშკარა ანექსიის ფაზაში.

”უკვე ორი თვეა ჩვენ ვითხოვთ ბატონი აბაშიძის გამოცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და რომელიც, თქვენთან ერთად გვიმტკიცებს, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველო იღებს კონკრეტულ სარგებელს და ეს პოლიტიკა მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვინდა ბატონი აბაშიძისგან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ ახსნა, თუ რა ხდება რეალურად. ჩვენ ღია და აშკარა ანექსიასთან გვაქვს საქმე და ამ დროს ვერ ვიღებთ ვერანაირ პასუხს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ამ პარლამენტში ტრადიციად იქცა კანონმდებლების მოთხოვნების იგნორირება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები