LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია რუსთაველის მეტროსთან – მოძრაობა პარალიზებულია

55

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია რუსთაველის მეტროსთან დაიწყო. პარტია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო „ღირსების მანიფესტაციას“ მართავს. რუსთაველის მეტროსთან აქციაზე მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების მცდელობას და კიევში მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად, კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებენ.

მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ასევე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია პატრულის ეკიპაჟები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები