LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” ტყიბულის მერობის კანდიდატი გარდაიცვალა

51

საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ტყიბულის მუნიციპალიტეტში ლევან დოხნაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები ადგილზე 4 წუთში მივიდნენ, თუმცა დოხნაძე უკვე გარდაცვლილი იყო.

ლევან დოხნაძე 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე იყო საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ასევე, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის პარტიული სიის მეორე ნომერი და გახდა საკრებულოს წევრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები