LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ

43

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ამსახველი ფოტო პარტიის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. საპარლამენტო უმცირესობიდან “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. ასევე  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად, დეპუტატი აზერ სულეიმანოვი რჩება. მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ვაგრძელებს “პარლამენტში საქმიანობას ამ ფრაქციის რიგებში უკეთესი საქართველოსათვის“. ამ გადაწყვეტილების თანახმად”ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ფრაქციას შეინარჩუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები