LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ბაკურიანის გამგებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

50

ბაკურიანის გამგეობასთან ამ წუთებში ხმაურია. ცოტა ხნის წინ გამგეობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, რომლებმაც ბაკურიანის გამგებელს მოსთხოვეს, უარი თქვას ხელფასის გაორმაგებაზე.

ხელი აიღეთ ბიუჯეტის ხარჯზე ხელფასის გაორმაგებაზე. ერთადერთი ეგ მინდა. თქვი ხელფასის გაორმაგებაზე უარი და კაციშვილი არ შეგაწუხებს. ბიუჯეტს გაეშვი, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, ბაკურიანის გამგებელს.

მე საქართველოს გულისთვის სისხლი გამიღია, ნაძირალა, – თავის მხრივ, მიმართა ხაბეიშვილს ბაკურიანის გამგებელმა.

საბოლოოდ, ადგილზე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. გამგეობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბაკურიანის გამგებელს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ხელფასების გაორმაგება სურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები