LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობისთვის” შეწირული 20 000 ლარის განმარტება პრემიერობის კანდიდატს თავად “ენმ”-მ მოთხოვა

85

“ნაციონალური მოძრაობისთვის” შეწირული 20 000 ლარის განმარტება პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს თავად “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოსთხოვა. ცოტა ხნის წინ დაიწყო ფრაქციასთან შეხვედრა, სადაც ამ წუთებში შეხევდრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

“თქვენ “ნაციონალურ მოძრაობას” გადაურიცხეთ 20 000 ლარი 2012 წელს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა ამ ქვეყნის უმრავლესობისთვის, თუ არ ჩავთვლით ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას. მაშინ ჩვენ და აქ მსხდომი ადამიანები ამ პარტიის წევრები არ ვიყავით. რამ გაიძულათ ჩაგერიცხათ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს თანხა, მისი მმართველობის მეცხრე წელს, იზიარებდით მის იდეოლოგიას თუ დაგაძალეს?” – დაინტერესდა თინათინ ბოკუჩავა.

პრემიერობის კანდიდატმა დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ პარტიაში საკუთარი თანხა არასდროს გადაურიცხავს.

“გადავრიცხე თუ არა თანხა “ნაციონალურ მოძრაობაში”, ამაზე მაქვს მარტივი და პირდაპირი პასუხი – მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს. რაც შეეხება იდეოლოგიურ თანხვედრას “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მე 2011 წლიდან ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და 2012 წელს ქართველ ერთან ერთად, ვიზეიმე თქვენი გასტუმრება,” – უპასუხა ბახტაძემ ბოკუჩავას.

პოპულალურები