LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაცმოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს და სამომავლო გეგმებს დასახავს

66

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს 11 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს, ამის შესახებ გვიან ღამით პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„დღეს საქართველოში ოფიციალურად გაფორმდა დიქტატურა. გაფორმდა დიქტატურა, დაიმარხა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ბიძინა ივანიშვილს აქვს მცდელობა, ჩაიგდოს ხელში ყველა თავისუფალი ინსტიტუტი, თავისუფალი მედიის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა არამარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი მომავლისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. „რუსთავი 2“ უნდა იყოს ხალხის სამსახურში  და „რუსთავი 2“ დარჩება ხალხის სამსახურში. 11:00 საათზე გაიმართება ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაცხადებს სამომავლო გეგმას, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დაცვას. ამასთანავე მინდა, მოვუწოდო საზოგადოების ყველა წევრს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა. ეს არის გამოწვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოპულალურები