LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაცმოძრაობას” სიცრუის გავრცელების გარდა, სხვა არაფერი დარჩენია – მამუკა წოწორია

198

ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის პირველი ნორმერი, მამუკა წოწორია, “ნაციონალური მოძრაობის”  ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ზუგდიდში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

“არც ერთი ფაქტი, არც მოსყიდვის, არც ზეწოლის არ იქნება და არც დაიშვება. ასე რომ, ეს ინფორმაცია არის ცრუ. ეს არის მათი ხელწერა, ესაა პოლიტიკური პარტიის განცხადება, რომელიც მარცხისთვის არის განწირული და სხვა არაფერი დარჩენიათ, ვიდრე ცრუ ინფორმაციის გავრცელება,” – განაცხადა მამუკა წოწორიამ.