LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაცმოძრაობაში” დარჩენილი დეპუტატები ფრაქციის სხდომას არ დაესწრნენ

43

“ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილი პოლიტიკური ლიდერები, ფრაქციის დღევანდელ სხდომას არ დაესწრნენ. 

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიიდან წასულები დროს და ენერგიას ბიუროკრატიულ პროცედურებსა და თანამდებობების გადანაწილებაზე ხარჯავენ, რაც ბოკუჩავას თქმითვე, მათთვის მიუღებელია.

„ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, მათი გუშინდელი განცხადების შედეგად, ვფიქრობ, ძალიან დიდ დროს უთმობენ მათი პირველივე პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას, ადგილების დანაწილებას და ბიუროკრატიულ ნაწილს. ჩვენთვის ეს არ არის ამოსავალი ნაწილი და შესაბამისად, არ მივიღებთ მონაწილეობას არც ფრაქციის სხდომაში.

“ჩვენ ახლა ვართ ორიენტირებულნი იმაზე, რომ ჩავატაროთ ძალიან მაღალი სტანდარტის დემოკრატიული, ფართომასშტაბიანი ყრილობა 20 იანვარს, რომლის სამუშაოებიც დასკვნით ფაზაშია, შერჩეული არიან დელეგატების უმრავლესობა და სწორედ ამაზე ვხარჯავთ ჩვენ ჩვენს ენერგიას,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ენმ-ის კიდევ ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ პარტიას აუცილებლად ეყოლება ფრაქცია პარლამენტში და ის არ იქნება დღევანდელი უმცირესობის შემადგენლობაში.

ენმს პარლამენტში 6 კაციანი ფრაქცია ეყოლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები