LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადეჟდა სავჩენკო მზად არის, პრეზიდენტი გახდეს

77

უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, უკრაინის პრეზიდენტი გახდეს, ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო წერს.

„მე მინდა ვიფრინო, თუმცა თუ ხალხი მოისურვებს, პრეზიდენტი გავხდე, ამისთვის მზად ვარ,“ – განაცხადა მან კიევში პირველ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც რუსეთიდან დაბრუნდა.

სავჩენკომ, ასევე, აღნიშნა, რომ მზად არის ურთიერთობა ჰქონდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, თუ ეს დაეხმარება ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროების გათავისუფლების საქმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები