LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადეჟდა სავჩენკო შეწყალებისთვის პუტინს მადლობას არ გადაუხდის

41

ნადეჟდა სავჩენკო შეწყალებისთვის პუტინს მადლობას არ გადაუხდის.  როგორც უკრაინელმა მფრინავმა ტელეკომპანია „დოჟდ“-ის ეთერში განაცხადა, პუტინმა წაართვა მას თავისუფლება, ამიტომ იგი თვლის, რომ მისი შეწყალება პუტინის მხრიდან ჩადენილი შეცდომების გამოსწორებაა.

სავჩენკო 2014 წლის ივნისში ლუგანსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს, რის შემდეგაც რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიყვანეს. მიმდინარე წლის მარტში როსტოვის სასამართლომ მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სავჩენკო 26 მაისს გაათავისუფლეს. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ის შეიწყალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები