LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო

113

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომშიმშილობა გამოაცხადა. ამის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც სავჩენკო  10 სექტემბრამდე პატიმრობაში რჩება.ინფორმაცია სავჩენკოს მიერ შიმშილობის დაწყების შესახებ მისი პოლიტიკური პარტიის წევრმა, ტატიანა პროტორჩენკომ სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა.

„ვიწყებ უვადო შიმშილობას იმ უსაფუძვლო და უკანონო გადაწყვეტილების გამო, რაც სასამართლომ მიიღო ორი არაკეთილსინდისიერი პროკურორის ხელშეწყობით. მათ მე ადვოკატების გარეშე გამასამართლეს, ისე, რომ ჩემთვის არ მოუციათ საშუალება, საკუთარი პოზიცია დამეცვა ან გამომეხატა“, – წერს სავჩენკო განცხადებაში, რომელიც მისი გუნდის წევრმა გაავრცელა.

ნადეჟდა სავჩენკო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერორისტული აქტის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები