LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადირობაზე, წიაღისეულის მოპოვებასა და გარემოს დანაგვიანებაზე კანონმდებლობა მკაცრდება

107

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დავცის  სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა .

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნადირობის წესების დარღვევისათვის მკაცრდება. ნადირობის წესების განმეორებით დარღვევის  შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და სამართალდამრღვევს მინიმუმ 1 წლის ვადით  სანადირო იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართლადარღვევის გამოვლენისას ადგილზე სამართალდამრღვევის დაჯარიმება მოახდინონ (იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს ხელმოწერით);

ნარჩენების მართვის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების თანამშრომლებს მიენიჭებათ უფლებამოსილება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ადგილზე დააჯარიმონ სამართალდამრღვევი. იმ შემთხვევაში თუ ადგილზე დაჯარიმება არ მოხდება  საჯარიმო ქვითარი ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გაეგზავნება.

მკაცრდება პასუხისმგებლობა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებაზე, უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებული იქნება სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული მყარი წიაღისეულის კონფისკაცია.  მყარი სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება სამართალდამრღვევს  საქმის განხილვამდე დროებითი ჩამოერთმევა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ თუ  პირი 1 წლის განმავლობაში კვლავ მოიპივებს წიაღისეულს  სათანადო ლიცენზიის გარეშე, მას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს  დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს ფუნქციონირებისათვისაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები