LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

110

ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.  მათივე ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 3 ჰექტრამდე ტერიტორიას ეკიდა, ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახურის 4 ჯგუფი და 20-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

უწყების ინფორმაციით, დაიწვა ბალახები და ბუჩქები დასახლებულ პუნქტთან. მოსახლეობას მატერიალური ზარალი პრაქტიკულად, არ მიუღია.

“იყო საშიშროება, რომ ხანძარი გარდა იმისა, რომ გავრცელდა მშრალ ბალახზე და ბუჩქნარზე, გადასულიყო კერძო სახლებზე. მყისიერი რეაგირების შედეგად აღნიშნული მოხსნილი იქნა, არცე რთი სახლი არ არის დამწვარი. მხოლოდ ერთი დაშლილი შენობა იყო, მეორე სართულზე, მხოლოდ ეს დაიწვა, დაშავებული არავინ არ არის. ხანძარი გავრცელდა სამ ჰექტარზე, ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, დარჩენილია ცალკეული პატარა კერები ფართობიდან გამომდინარე მაინც კარგად უნდა დამუშავება. მიმდინარეობს დასამუშავებელი სამუშაოები. გავრცელების საშიშროება მოხსნილია, მოსახლეობის ეზოების შემდგომი დაწვის ფაქტორები მოხსნილია”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა. 

 

პოპულალურები