LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

77

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში, ბრალდებული კიდევ ერთ პირთან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლის ტყეში უკანონოდ ჭრიდა ხე-ტყეს. აღნიშნულ ფაქტს ტყის მცველი შეესწრო, რომელიც შეეცადა, სამართალდარღვევაზე რეაგირება მოეხდინა, რა დროსაც  ბრალდებულმა მას ხის მორი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. მიღებული დაზიანებებით ტყის მცველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დამნაშვე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ დამნაშავეს სასჯელის სახედ  და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 18 წლით  შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები