LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაგავსაყრელები, რომლებიც გვწამლავენ – მთავრობას პრობლემის გადაჭრის გეგმა აქვს

642

ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული არცერთი ნაგავსაყრელი სანიტარულ ნორმებს არ აკმაყოფილებს და გარემოსთვის რისკის შემცველია. საქართველოში 60 ნაგავსაყრელი საბჭოთა პერიოდში სპონტანურად, სანიტარული სტანდარტებისა და ნორმების დაცვის გარეშეა შექმნილი, ზოგიერთი მათგანი კი განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია, აბინძურებს გრუნტის წყლებს, ზედაპირულ წყლებს და საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას.
პრობლემის გადაჭრის მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ძველი ნაგავსაყრელების ეტაპობრივად დახურვას და პარალელურად ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობას იწყებს.
”ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა ნაგავსაყრელი სპეციალისტების მიერ შეფასდება და პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ნაგავსაყრელები დაიხურება. ისინი კი,რომლებიც დროებით გაუმჯობესებას დაექვემდებარება, გარდამავალ 8 წლიან პერიოდში ფუნქციონირებას გააგრძელებს.
დროებით არ იხურება თბილისში მოქმედი ლილოს ნაგავსაყრელიც. მართალია დარღვეული ჰქონდათ ოპერირების ნორმები და დაჯარიმდნენ კიდეც ,თუმცა ამ ეტაპზე პრობლემების გამოსასწორებლად გამოყფილია სახსრები” . -აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი.

ოფიციალურად არსებული ნაგავსაყრელების გარდა, რეგიონებში, ძირითადად სოფლებში, სადაც მოსახლეობას დასუფთავების მომსახურება არ მიეწოდება, რამდენიმე ასეული სტიქიური ნაგავსაყრელია მოწყობილი, რაც, ასევე, საფრთხეს უქმნის ადამინის ჯანმრთელობას და გარემოს.

”მუნიციპალიტეტები წლის ბოლომდე აღწერენ სტიქიურ ნაგავსაყრელებს, შეფასდება მათი მოცულობა და დაიწყება ლიკვიდაცია, დიდი ზომის ნაგავსაყრელები ადგილზევე დაიხურება, ხოლო პატარა ზომის აიხვეტება და ნაგავს ცენტრალურ ნაგავსაყრელზე გადაიტანენ”, -ამბობს ჩანქსელიანი.

გაუქმებული 60 ნაგავსაყრელის ნაცვლად მთელი ქვეყნის მაშტაბით 7-8 ახალი, თანამედროვე, სანიტარული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელები აშენდება და ნაგვის შეგროვება ცენტრალიზებულ დონეზე მოხდება. ახალი ნაგავსაყრელები საცხოვრებელი ტერიტორიებიდან არანაკლებ 500 მეტრში აშენდება და გარემოსგან მაქსიმალურად იზოლირებული იქნება. მოეწყობა სადრენაჟო და გაზგამწმენდი სისტემებით,ნაგავსაყრელი დაცული იქნება როგორც ნიადაგში სითხის გაჟონვისგან, ასევე ზედაპირული დაბინძურებისგანაც.
ნაგავსაყრელის უჯრედის ექსპლუატაციის ამოწურვის შემდეგ კი მას გადახურავენ და ბალახითა და მცენარეებით გაამწვანებენ.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები