LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, როგორ მღერის სალომე ქათამაძე ნიუ იორკის მეტროში!.. (ვიდეო)

1326

ქართული “ვოისის” გამარჯვებული და “ახალი ტალღის” მონაწილე, სალომე ქათამაძე, რომელმაც გარკვეული პერიოდის წინ გვარი შეიცვალა და მდივანი გახდა, საზღვარგარეთ ცხოვრობს. ის ორიოდე წლის წინ საქართველოდან ნიუ იორკში გაემგზავრა.

სალომეს ამერიკულ “ვოისში” სურდა ძალების მოსინჯვა, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხა.
მომღერალი ამ ხნის განმავლობაში ვიზუალურად ისე შეიცვალა, რომ ვერ იცნობთ. სალომე ძალიან გახდა, მისი ჩაცმულობის სტილი და თმის ფერიც განსხვავებულია…

ახლახან ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა, რომელიც სოცქსელში zaqaria ch-თია დარეგისტრირებული, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მღერის სალომე მდივანი ნიუ იორკის ერთ-ერთ მეტროში ეტა ჯეიმსის ცნობილ ჰიტს At Last.

“შემთხვევით ჯიგარ სალომე ქათამაძეს გადავაწყდი მეტროში. ოპერის მომღერლები მღეროდნენ შემდეგ სალომემ გადაწყვიტა მასაც ემღერა მათვის . ხოდა ჯიგარია, აბა, რააა ❤❤❤”, აღნიშნავს ზაქარია თავის სტატუსში.

აღნიშნული ვიდეო თავად სალომემაც გააზიარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები