LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარფაბრიკატებში ცხენის და ვირის ხორცი აღმოჩნდა – სეს-ის შემოწმების შედეგები

314

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცისა და ხორცპროდუქტების ნიმუშების შემოწმებისას, 9 შემთხვევაში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე, ვირის ხორცი. დარღვევის მქონე ბიზნესოპერატორების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://nfa.gov.ge/ge/sursatis-uvnebloba/monitoringi/dokumentebis-shemowmeba.

მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა ინდმეწარმე დავით წოწკოლაურის კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

 სახეობრივი კვლევა – ცხენის  ან  ვირის ხორცის იდენტიფიკაცია

 

ბიზნესოპერატორი

 

    საქმიანობა

 

   მისამართი

სურსათის დასახელება კვლევის შედეგი
ი/მ დავით წოწკოლაური

ს/კ 14001007745

ხორცის და ხორცის პროდუქტების წარმოება ქ. თბილისი, წმინდა ბარბარეს უბანი #118 ბასტურმა ცხენის დნმ
 

შპს ,,მადა“

(ს/კ 400018716)

 

ნახევარფაბრიკატების წარმოება

 

 

დიღომი 8, ნაკვეთი 010/220

 

ხინკალი ,,სუპერი“

 

ცხენის დნმ

 

შპს ,,კედარი“

(ს/კ 200188634)

 

 

ნახევარფაბრიკატების წარმოება

 

სარაჯიშვილის    ქ.N6

 

ხინკალი

 

ცხენის დნმ

 

შპს ,,ლაშარი“

(ს/კ 400185857)

 

ნახევარფაბრიკატების წარმოება

 

კაჭარავას ქ.N12

 

ხინკალი

ცხენის დნმ

 

ვირის დნმ

 

შპს ,,ლაშარი“

(ს/კ 400185857)

 

ნახევარფაბრიკატების წარმოება

 

კაჭარავას ქ.N12

 

ბლინი

ცხენის დნმ

 

ვირის დნმ

 

შპს ,,ლაშარი“

(ს/კ 400185857)

 

 

ნახევარფაბრიკატების წარმოება

 

კაჭარავას ქ.N12

 

გუფთა

 

ცხენის დნმ

 

შპს ,,მერკადო“

(ს/კ 209437536)

 

 

აგრარული ბაზარი

 

ფ.მოსულიშვილის ქ.N1

 

მრპ-ს ხორცი

 

ცხენის დნმ

 

შპს ,,მერკადო“

(ს/კ 209437536)

 

 

აგრარული ბაზარი

 

ფ.მოსულიშვილის ქ.N1

 

მრპ-ს ხორცი

 

ცხენის დნმ

 შპს „გიო“

ს/კ 400083841

 

ნახევარფაბრიკატების წარმოება კაჭარავას ქ.N12 ქაბაბი ცხენის დნმ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები