LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრები დღეს იწყება, ბილეთები უკვე დაიწყო

37

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეიდან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მოსამზადებლად გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშს იწყებს.

ილიას ზუროსის გუნდმა საკვალიფიკაციო ჯგუფში დაგეგმილი 6 მატჩიდან 4 უკვე გამართა (ოთხიდან ერთი გამარჯვება), ხოლო დასკვნით ორ შეხვედრას 29 ივნისს სერბეთთან, 2 ივლისს კი ავსტრიასთან ჩაატარებს.

გეხსომებათ, საქართველოს ნაკრებს წინა შეხვედრებში წამყვანი მოათამაშეები აკლდა, ახლა კი ევროლიგა დასრულებულია და ლეგიონერები უპრობლემოდ ჩამოვლენ და ჩვენი ნაკრები ასე თუ ისე ოპტიმალური შემადგენლობით იქნება. საქართველოს ორი ახალი კალათბურთელიც ემატება. ამერიკულ კოლეჯში (სეტონ ჰოლი) მოთამაშე ტანმაღალი ახალგაზრდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ახლახან ქართული პასპორტი აიღო და ნაღდი ამერიკელი ტედ მაკფადენი, რომელიც ნაკრებიდან წასული მაიკლ დიქსონს შეცვლის.

თავის მხრივ საუკეთესო შემადგენლობით ჩამოსვლას აპირებს ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული სერბეთის ნაკრებიც.

აღნიშნულ მატჩებზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-გაყიდვა კი უკვე დაწყებულია.

მსურველებს მათი შეძენა TKT.GE-ზე შეუძლიათ.

ბილეთების ფასები 5, 10, 15 და 25 ლარია, თუმცა ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს შეეძლებათ ფასდაკლებით ისარგებლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები