LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო: ბიჭები თანდათან მოდიან (ვიდეო)

36

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. თბილისის ზღვის ბაზაზე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი 19 კაციანი შემადგენლობით შეიკრიბა.

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო შეხვედრა კვირას გამართეს ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ და საწვრთნელ პროცესში 4 სექტემბრიდან ჩაერთვებიან. ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი არაბიძე, ჯაბა ჯიღაური ნაკრებს სამშაბათს შეურთდებიან.

ასტანაში, ყაზახეთთან 6 სექტემბრის მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 9 სექტემბერს, ლატვიის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები