LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი მეგობრები ჩვენს იმუნიტეტს ამაღლებენ – მსოფლიო მედიცინის ახალი აღმოჩენა

250

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჯანმრთელობის აქამდე 07ნაცნობი კრიტერიუმები და სტანდარტები უკვე მოძველდა და მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

სწორედ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ ავარჩიეთ 5 ახალი სტანდარტი ჯანმრთელობისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის.

იღებთ თუ არა საკმარისი ოდენობის სითხეს

ამ დრომდე ითვლებოდა, რომ დღეში 8 ჭიქა წყალი აბსოლუტურად საკმარისია სითხის აღდგენისთვის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ორგანიზმის თითოეული უჯრედი საჭიროებს სითხეს, რათა გაუწყლოებამ არ გამოიწვიოს ადამიანის შრომისუნარიანობის დაქვეითება. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯესი მილზი ამბობს, წყლის მიღების ძველი მეთოდი ზოგადია. მისი აზრით, განსხვავებული წონის ადამიანებს სხვადასხვა ოდენობით სითხე სჭირდებათ. დღეს დადგენილია, რომ თუ ადამიანს დღიურად 4-5 ჯერ მაინც აქვს შარდის გამოყოფა, სითხე მის ორგანიზმში საკმარისია.

როგორია თქვენი წონა

სხეულის მასის ინდექსის გამომთვლელი ფორმულაც ძველ სტანდარტებს მიაკუთვნეს. ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელი ადამაინების 10 პროცენტი მძიმე ფიზიკური შრომითაა დაკავებული და სხეულის მასის ინდექსის განმსამზღვრელი ფორმულა ამ დროს არაეფექტუია. ეს უკანასკნელი ვერ ახდენს იდენტიფიცირებას, რა წარმოადგენს ზედმეტ კილოგრამებს, ცხიმი თუ კუნთი. ამიტომ თუ წელის გარშემოწერილობას გავყოფთ  მენჯის გარშემოწერილობაზე და მივიღებთ 0.9-ს ან კიდევ უფრო მეტს, თქვენ სასწრაფოდ უნდა დაიკლოთ წონაში.

ინსულტის რისკის შეფასება

როგორც პროფესორი ბორგ ნორდესტგარდი ამბობს, ქოლესტერინის დონე სისხლში რეალურად გვაძლევს სურათს, იქნება თუ არა სამომავლოდ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების საფრთხე. აღმოჩნდა, რომ კონკრეტულად ინსულტის შემთხვევაში ეს პარამეტრი არაფრის მთქმელია. 33 წლიანი დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლში ცხიმის კონკრეტული სახეობის, ტრიგლიცერიდების რაოდენობა განსაზღვარს ინსულტის საფრთხეს. ლაბორატორიულ კვლევის ჩატარებას მეცნიერები 4-6 წელიწადში ერთხელ გვირჩევენ.

როგორია თქვენი გულის მდგომარეობა

მოსაზრება, რომ ცხიმების მიღება პორდაპირპროპორციულია თქვენი გულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მოძველებულია. ახალი გაიდლაინით, გულისთვის ყველაზე ეფექტური დღეში მინიმუმ 4 საათიანი ფიზიკური აქტივობაა. უახლესი დასკვნებით, რაც მეტ დროს ატარებთ მჯდომარედ, მით მეტია გულის დაავადების განვითარების რისკიც. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დღიურად 4 საათი მაინც გავატაროთ ფეხზე, რათა ამით ცხოვრების პასიური სტილის კომპენსირება მოვახდინოთ.

ვაჯანსაღებთ იმუნურ სიტემას

ჯერ კიდევ 70-იან წლებში ითვლებოდა, რომ 1000 მილიგრამი С ვიტამინი დღიურად გაციებისგან იცავდა ადამიანს. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ არანაირი კავშირი С ვიტამინსა და გრიპის პროფილაქტიკას შორის არაა. სპეციალისტები ასკვნიან, რომ კარგ იმუნიტეტს არც მეტი, არც ნაკლები 5 უახლოესი ადამიანი განსაზღვრავს. სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც მინიმუმ 5 უახლოესი მეგობარი ჰყავთ, იშვიათად ავადობენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი რობინ დანბარი პაციენტებს ურჩევს იმუნიტეტის ასამაღლებელი წამლების ნაცვლად ნამდვილი მეგობრები შეიძინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები