ნანა ჩაჩუა: ბავშვი, რომელიც აღზრდის პროცესში ითრგუნება, მომავალში მას შესაძლოა, დეპრესია ჩამოუყალიბდეს

პოპულარული

ნანა ჩაჩუა: ბავშვი, რომელიც აღზრდის პროცესში ითრგუნება, მომავალში მას შესაძლოა, დეპრესია ჩამოუყალიბდეს

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ მოზარდებსა და გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებს მიეძღვნა. როგორი ბავშვები არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, რა ნიშნებით ვლინდება დეპრესია მოზარდებში, როგორ ექცევიან ისინი სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ, რა როლს ასრულებენ მშობლები ბავშვების დემოტივაციაში და მოქმედებს თუ არა მშობლებს შორის კონფლიქტი გაუცხოების პროცესში – ამ თემებზე  გადაცემაში ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ისაუბრა.

როგორი ბავშვები არიან უფრო მეტად მიდრეკილნი დეპრესიისკენ ?

ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს იძლევა ის, თუ რას ნიშნავს სიტყვა დეპრესია. დეპრესია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დათრგუნულს.

ბავშვი, რომელიც თავისი აღზრდის პროცესში მეტ-ნაკლებად ითრგუნება, პოტენციურად, მომავალში მასში შესაძლოა ჩამოყალიბდეს დეპრესია.

უნდა ითქვას, რომ დეპრესია, როგორც ასეთი, არის დაავადებაც, არის სიმპტომიც და სააღმზრდელო სიტუაციის შედეგად ჩამოყალიბებული პიროვნული მახასიათებელი. ანუ, როდესაც დეპრესიულობა გვეძლევა, როგორც სააღმზრდელო პროცესის შედეგი. თითოეული მათგანი რომ განვიხილოთ, ძალიან შორს წავალთ, ამიტომ ძირითადი აქცენტები იმ გარემოებებზე უნდა გავამახვილოთ, რომელიც დეპრესიის პროვოცირებას უწყობს ხელს, რადგანაც თუნდაც გენეტიკა განაპირობებდეს დეპრესიულ განწყობას, თუ მას ხელისშემწყობი ფაქტორები არ ახლავს, შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გაატაროს ადამიანმა, რომ არც მას უქმნიდეს მკაფიოდ გამოხატულ პრობლემას და სხვისთვის კი საერთოდ შეუმჩნეველი იყოს მისი გუნება განწყობილების ცვლილება.

ფსიქოლოგიაში ყოველთვის ისმის კითხვა, რა არის მთავარი, აღზრდა თუ მემკვიდრეობითი მონაცემები. თუ ერთი ხაზი ამბობდა თავის დროზე, რომ მხოლოდ მემკვიდრეობითობა განაპირობებს, ხოლო მეორე ხაზი ამბობდა, რომ აღზრდა, საბოლოოდ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ერთიც მნიშვნელოვანია, მეორეც და ყველაზე მთავარია, როგორი პიროვნული მახასიათებლები აქვს ადამიანს.

საბოლოო ჯამში, ადამიანი იმთავითვე პასუხისმგებელია თავისი თავისა და ქცევის მიმართ – ანუ როგორი დამოკიდებულება ექნება ადამიანს საკუთარ თავთან და გარემოსთან. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, ჩანასახი რამდენად სასურველია დედისთვის, ეს არის ათვლის სათავე. მნიშვნელოვანია თავად დაბადების აქტი, ანუ როგორ მიმდინარეობს ის. არ მინდა საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვების მშობლები შევაშინო, რადგან საკეისრო კვეთასაც აქვს თავისი პლუსები და მინუსები. თუ ბავშვი თავადვე მონაწილეობს თავის დაბადების აქტში, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მისი პირველი გამოცდილებაა, რომლითაც ის ირაციონალურად ცხოვრებისეულ გამოწვევებს ამ გამოცდილებით ხვდება.

რა სიმპტომებით შეგვიძლია დეპრესიის ამოცნობა?

პირველ რიგში ანჰედონია, ანუ სიხარულის განცდის უნარის დაკარგვა. ამ უნარის დაკარგვა ახალშობილობიდანაც კი იწყება. ჩაატარეს ექსპერიმენტი, როდესაც დედა ბავშვს უცვლიდა, მას მკაცრი, მოღუშული სახე უნდა ჰქონოდა. რამდენიმე ასეთი ფაქტის შემდეგ ბავშვმა თავი განზე გაწია და დედას აღარ შეხედა.

ბავშვის გარემო სულ ღიმილით სავსე უნდა იყოს, განსაკუთრებით დედის, ან იმ აღმზრდელის მხრიდან, ვინც მასთან ურთიერთობს.

თუ საქმე დედას ეხება, ბავშვს განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს, მისგან მიიღოს სითბო, ღიმილი. იმის მიხედვით, როგორია დედის, ან აღმზრდელის დამოკიდებულება, ბავშვს უყალიბდება სამყაროს მიმართ ნდობა, ან უნდობლობა. თუ ნაკლებია სითბო, ღიმილი, თუ ხმის ტემბრი არ არის ალერსის გამომხატველი, ყალიბდება უნდობლობა.

თუ ჩვილის ასაკში ვერ მიიღო ბავშვმა სითბო და მზრუნველობა, შესაძლებელია შემდგომ ამის გამოსწორება?

არასოდეს არ არის გვიან. თუმცა, იცოდეთ, ზიგმუნდ ფროიდის დიდი აღმოჩენებიდან ერთ-ერთი სწორედ ის არის, რომ ის, რაც განცდისეულად ადამიანის ფსიქიკაში შედის, მარადიულად მასთან რჩება. შესაძლებელია საკუთარ თავთან, ცხოვრებასთან ურთიერთობის ისეთი დასწავლა მოხდეს, ნეგატიური გადაამუშავოს და პოზიტიური შედეგები მივიღოთ. ადამიანი რომელიც განიცდის ბედნიერებას, ის ბედნიერ გარემოს ქმნის.

რას მივაწეროთ, როცა მოზარდები სხვადასხვა დაჯგუფებისა თუ ადამიანის ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან. არის თუ არა ეს სუიციდისკენ მიდრეკილების მთავარი ნიშანი და რა სიმპტომებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება…

მშობელსა და ბავშვს შორის კონტაქტი წყდება. კონტაქტის შემცირება უკვე საგანგაშოა. თუ ბავშვი არ ყვება თავისი ურთიერთობების, სკოლის, მეგობრების შესახებ, ამ დროს მშობელმა გამოკითხვა კი არ უნდა დაიწყოს, არამედ თავისი ამბების მოყოლა-გაზიარება უნდა დაიწყოს და შემდეგ კითხოს – და შენთან? მნიშვნელოვანია კომუნიკაციას მშობელი როგორ შეძლებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა მშობელს უყვარს შვილი, მაგრამ ყოველთვის არ არის სიყვარული საკმარისი იმისთვის, რომ სწორ გზას მიმართო. არსებობს მიუღებელი შვილის ცნება. მაგალითად, დედასა და დედამთილს შორის არის კონფლიქტური სიტუაცია, არ უყვარს დედამთილი და შვილი ჰგავს დედამთილს, ვერ აცნობიერებს, მაგრამ შვილი მისთვის მიუღებელი ხდება. ან შესაძლოა ქმართან აქვს კონფლიტი და შვილი ქმარს ჰგავს… ვსაუბრობ დედაზე, რადგან დედა გადამწყვეტია, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ბავშვთან მიმართებაში.

თუ გენეტიკურია დეპრესიული განწყობა, შესაძლოა, ბავშვთან დედის მჭიდრო დამოკიდებულება მისი გაღვივების საფუძველი არ გახდეს. წარმოიდგინეთ, დედა-შვილს შორის ფსიქოლოგიური ბარიერია და შუაში მიუღებელი ქმარი, დედამთილი, მული დგას… კი ესაუბრებით შვილს, მაგრამ სინამდვილეში თქვენთვის მიუღებელ ადამიანს ელაპარაკებით. ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ და განიცდიან დედას. თუ ბავშვი დედას ეძებს მუდმივად, ეს არასაიმედო მიჯაჭვულობაა და მათ ეშინიათ დედამ არ მიატოვოს, ეშინიათ მარტო დარჩენის, ამიტომ ექაჩებიან კაბაზე… დეპრესიულობის პირდაპირი ნიშანი არის მიტოვებულობის, მარტოსულობის განცდა.

რა როლს თამაშობს  მშობლებს შორის კონფლიქტი ბავშვის დეპრესიული განწყობის ჩამოყალიბებაში?

ნაადრევი ქორწინებები ძალიან ხშირად ქმნიან კონფლიქტებს ოჯახში, ან მაშინ, როდესაც სოციალური პრობლემები წარმოიქმნება… როდის წარმოიქმნება მოზარდის თავში ხიფათი, არავინ იცის. თუ დედისთვის სიტუაცია ტრაგედიაა, ბავშვისთვისაც ტრაგედიაა, თუ მშობელი მხნედ არის, ბავშვიც ნაკლებად განიცდის. ფსიქოლოგიაში არსებობს მედეას კომპლექსი. ეს არის შემთხვევა, როდესაც მოხდება განქორწინება და დედა რჩება შვილებთან. როდესაც იასონი ღალატობს მედეას, მედეა მის დასასჯელად შვილებს კლავს. მართალია ამბობენ, რომ ეს არ მომხდარა და მხოლოდ ევრიპიდეს წარმოსახვაა, მაგრამ ასეთი რამ არსებობს. მედეას კომპლექსი არის შურისძიება მამის მიმართ, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილები და ზრუნავს მათზე. შესაძლოა, დედა ფიზიკურად არ ხოცავს შვილებს, მაგრამ ამას ფსიქოლოგიურად აკეთებს. როდესაც ჩვენთან მოდიან მოზარდები ფსიქოლოგიური პრობლემებით, ჩვენ მუშაობა გვიწევს მშობელთან. არის ოჯახები, სადაც ბავშვს მამა საერთოდ არ ყოლია და მხოლოდ განაყოფიერების პროცესში იყო მამრი, მაგრამ ის დედამ არაჩვეულებრივად გაზარდა. ქალს შეუძლია ერთდროულად შეასრულოს სოციალური და ფსიქოლოგიური როლი იყოს მდედრიც და მამრიც და ქალების ტიპაჟიდან ეს ითვლება  ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ ქალად. მამაკაცს ეს არ შეუძლია. მარტო დარჩენილ ქალებს ნუ შეეშინდებათ, ქალს აქვს ყველანაირი პოტენციალი იმისათვის, რომ იყოს მდედრიც და მამრიც.

გადაცემის ლაივჩანაწერი

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან"

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on 2017 წლის 6 დეკემბერი, ოთხშაბათი

რჩევები /

|

7 დეკემბერი, 2017

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nana-chachua
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 194442
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nana-chachua
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 194442
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 6828
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nana-chachua
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => nana-chachua
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (194442) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (6828,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 243534
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-05-17 14:40:15
                    [post_date_gmt] => 2018-05-17 10:40:15
                    [post_content] => რა გამოწვევების წინაშე დგებიან მშობლები ზაფხულში და როგორ მოვემზადოთ წლის ყველაზე ცხელი სეზონისთის, როგორ დავიცვათ პატარები ნაწლავური ინფექციებისგან და როგორ მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, რა ასაკიდან მივცეთ პატარებს ახალი ხილი და რა სიფრთხილე გამოვიჩინოთ სხვადასხვა პროდუქტების მომზდებისას – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრებრა.

გადაცემის მსვლელობისას ცნობილი ექიმის მისამართით ბევრი სამადლობელი წერილი და თბილი მესიჯი მოვიდა.



ბატონო ნუგზარ, ყოფით ცხოვრებაში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ენტეროვირუსები, თუმცა, ვიცით, რომ ეს არასწორია. რითია განპირობებული, რატომ ჩნდება ზაფხულში ეს პრობლემა და შეგვიძლია თუ არა გარდამავალ სეზონზე ნაწლავური ინფექციების  პრევენცია მოვახდინოთ?

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვდივარ თქვენს გადაცემაში სტუმრად. მალე ზაფხული დადგება, რომელიც საქართველოში ცხელია ხოლმე და შესაბამისად, იქნება ცხელი დღეებისგან გამოწვეული სამედიცინო პრობლემები. როგორ უნდა მოვემზადოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ თბილისში, რაიონსა თუ თუნდაც საზღვარგარეთ.

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: არ უნდა დავარღვიოთ ის სტანდარტული რეჟიმი, რითიც ვკვებავთ პატარებს. მათი რაციონი მაღალი სანიტარული ნორმებით უნდა იყოს მომზადებული. ზაფხულის პერიოდში მწვავე ნაწლავური ინფექციის შემცირებას განაპირობებს როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში უმთავრესი ინფექცია სწორედ როტავირუსია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სერიოზული პროექტი განახორციელა და უკვე რამდენიმე წელია, უფასოდ ტარდება ეს აცრა. ეს ნიშნავს, რომ როტავირუსული ნაწლავური ინფექციები მკვეთრად შემცირდება. წინათ, დიარეით მიმდინარე დაავადებების 37%-ს როტავირუსი იწვევდა. განვითარებულ ქვეყნებში უფრო ადრე დაიწყეს როტავირუსზე აცრა და მან უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა, წამოიწია ნოროვირუსმა. არ არსებობს ენტეროვირუსები, რომლებიც იწვევენ დიარეით მიმდინარე დაავადებას. ანუ, ენტეროვირუსი საერთოდ არ იწვევს მწვავე ნაწლავურ ინფექციას. ენტერონ - არის ნაწლავი, ალბათ ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რომ ის ნაწლავის ვირუსია. ნაცვლად ამისა, უნდა ვთქვათ - ჩემს შვილს აქვს ნაწლავური, ვირუსული ხასიათის ინფექცია, ან ბაქტერიული ინფექცია. ვირუსული ინფექციების გარდა, მწვავე ნაწლავურ ინფექციას იწვევს დიზენტერია, სალმონელოზი, ნაწლავის ჩხირი და სხვა.
როგორ მოვიქცეთ პირველი ნიშნების გამოვლენისას? ნაწლავური ინფექცია მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მისი ნიშნებია - გულისრევა, დიარეა, ანუ ნაწლავთა მოქმედების გახშირება. სამჯერ და მეტჯერ ნაწლავის მოქედება უკვე დიარეად განიხილება, მაგრამ არა ახალშობილებში. ასევე, შეიძლება ახლდეს ცხელებაც. სანამ ექიმთან მიხვალთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოთ პერორალური რეჰიდრატაცია. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა მიეცეს ის სითხე, რომელსაც ის კარგავს ან ღებინებით, ან ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით. ეს შეიძლება იყოს წყალი, იდეალურია ელექტროლიტების პაკეტი. 2 წლამდე ასაკის ბავშვმა, ერთი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 100 მლ. წყალი. 2 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვმა, ყოველი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 200 მლ. წყალი. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ რეკომენდაციას აძლევს განვითარებად ქვეყნებს. ჩვენ განვითარებული, კულტურული ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ხელმისაწვდომია ელექტროლიტების ნარევი.
რატომ არის ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტად მიდრეკილი ამ ინფექციისკენ და თუ არის შესაძლებელი როგორმე დავიცვათ ბავშვები მისგან? რთული სამედიცინო კითხვაა. საერთოდ, დაავადებას განაპირობებს მემკვიდრული განწყობა. როდესაც მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე ვსაუბრობთ, ის სერიოზული დაავადებების რიგს მიეკუთვნება. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მსოფლიოში სასუნთქი სისტემის ინფექციების შემდეგ, მწვავე ნაწლავური ინფექცია ფატალურობის კუთხით მეორე ადგილზე დგას. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი არ არის. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია არის სწორედ როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია ასევე არის სუფთა სასმელი წყალი, ელემენტარული სანიტარულ ჰიგიენური ნორმებისა და იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის. როდესაც ზაფხულში ვამზადებთ საკვებს, განცალკევებული უნდა იყოს უმი და მოხარშული მზა საკვები. თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული ხორცი, ბოსტნეული. ხშირად მინახავს ზღვის სანაპიროზე, როგორ მიირთმევს საკვებს წყლიდან ამოსული ადამიანი. თითქოს მარტივი რეკომენდაცია ხელების დაბანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ, პირველი პრევენციაა მწვავე ნაწლავური ინფექციისათვის. მაცივარში ნებისმიერი პროდუქტი +5 გრადუსზე უნდა შევინახოთ. მშობლები ხშირად ჩქარობენ, ბავშვს ესა თუ ის ხილი გაასინჯონ. უნდა მივირთვათ ნებისმიერი ხილი, მაგრამ უმჯობესია, ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ხილი მივიღოთ. სასტიკად იკრძალება, გზის პირას გასაყიდად გამოტანილი ხილის შეძენა. ის ჰაერი გამონაბოლქვისგან არის დაბინძურებული, ხილის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებები შედის და ხდება ხილისგან მოწამვლა. ცალკე მინდა ვისაუბრო მარწყვზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარწყვი ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად დაასახელა. მასში პესტიციდების შემცველობა 40%-ს შეადგენს, ჩემი მორიდებული რჩევაა, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიზღუდოს. ზოგჯერ, თერმული დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს მარწყვი ზოგიერთ მავნე თვისებას. ხილი უნდა იყოს გარეცხილი, ის მხოლოდ დაბანილი ხელით უნდა გათალოთ. ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი, გარგარი - ძალიან კარგია. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ვურჩევ ლეღვს, საზამთროს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ არის შენახული, როგორ მოხდა ბაზრამდე მისი ტრანსპორტირება და ა.შ. თუ გაჭრით საზამთროს, ის ბოლომდე უნდა იქნას რეალიზებული და მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ზოგჯერ სჯობს, ხილი რომელიმე კომპოტის სახით მიიღოს ბავშვმა. შაქარი და მარილი კაცობრიობის უმთავრეს მტრებად განიხილება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ არცერთ მათგანს არ ვუწევთ რეკომენდაციას. თუ ჩვენ ბავშთა კვების რაციონში 2 წლამდე ვზღუდავთ შაქარს, მაშინ რა სახით ტკბილეული შეიძლება მას შევთავაზოთ? ჩემი მდიდარი კლინიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ სუპერმარკეტში ნაყიდი ტკბილეული იმ ფასად, რა ფასადაც ის იყიდება, არ შეიძლება იყოს სასარგებლო ბავშვისთვის. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება არავითარი შოკოლადი, მითუმეტეს საქართველოში, თუ არ არის ეტიკეტზე ასაკობრივი შეფასება მითითებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკვების დაძალება კატეგორიულად იკრძალება. შეგვიძლია გავარკვიოთ მიზეზები, რატომ არ ჭამს, რატომ აქვს დაბალი ჰემოგლობინი და ა.შ. ზაფხულში ბავშვები ცოტას ჭამენ, მაგრამ ინტენსიურად იზრდებიან. ხილი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ არ დავაძალოთ. ბავშვი რაციონალურ საკვებს უნდა იღებდეს, უნდა იყოს კარგად ადუღებული რძე და ვარგისიანი რძის პროდუქტები, უნდა მიიღოს ხორცპროდუქტები. რეკომენდაციები, რომლებიც ეხება დასვენებას. აქაც ბევრი მოსაზრება არსებობს - ღირს თუ არა ზღვაზე ბავშვის დასვენება და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ქალაქგარეთ? რეკომენდაცია ერთია და მშობლის შესაძლებლობა მეორე. შესაძლოა ოჯახს სურდეს კეთილმოწყობილ კურორტზე დაასვენოს ბავშვი, მაგრამ ვერ ახერხებდეს. ზოგიერთი დაისვენებს საქართველოში, ზოგიერთი კი მსოფლიოს ცნობილ კურორტებზე - ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარი ის არის, როგორ მოვიქცევით. არ უნდა მივიღოთ ის საკვები, რაც აქამდე არ გამისინჯავს ჩემს ქვეყანაში. შესაძლოა კვებისმიერი ალერგია გამოვლინდეს. უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა, ხელები უნდა დაიბანოთ ხშირად, განსაკუთრებით სანამ საკვებს მოამზადებთ. ბატონო ნუგზარ, როდესაც დავაანონსეთ, რომ  თქვენ იქნებოდით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ბევრი თბილი წერილი მოვიდა თქვენი მისამართით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს პირდაპირ ეთერში ვერ წავიკითხავ, თუმცა, ამ ორ ადამიანს დავპირდი, რომ მათ მოკითხვას აუცილებლად გადმოგცემდით: ანა მაღრაძე: ბატონი ნუგზარს ბადალი არ ჰყავს, უანგარო, კეთილშობილი, საყვარელი და  პროფესიონალი პროფესორია. ჩემს შვილთაშვილს ელენეს ბატონმა ნუგზარმა აჩუქა სიცოცხლე. მე ვერ გამოვთქვავ იმ უსაზღვრო მადლიერებას, რაც დამსახურებულად ეკუთვნის ბატონ ნუგზარ უბერს ჩვენგან. ბავშვზე გვატყუებდნენ სხვა ექიმები ტუბერკულოზი აქვსო, ბატონი ნუგზარის სწორმა დიაგნოზმა და სწორმა მკურნალობამ დადებითი შედეგი დაგვიდო. მის ადამიანურ გრძნობასა და გაგებას პატივს ვცემ და ვეთაყვანები. იგი არის ბავშვთა უნიკალური  სპეციალისტი, მე ვერ დავუკარგავ ამ სიკეთეს. რომ არა ბატონი ნუგზარი, შეიძლება უმძიმეს შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით. მე 72 წლის ქალი ვარ და ასეთი გულისხმიერი, უანგარო ექიმი არ მინახავს. მარინა ბენიძე: ბატონი ნუგზარი ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანია. მე ტყუპები მყავს. ორივენი ერთად მიმყავდა ხოლმე კონტროლზე. გამომყვებოდა ხოლმე მისაღებში და მიმღებს აფრთხილებდა. ამათგან ორის მომსახურება არ აიღოთ. ერთი აიღეთო. დღეს ორი ტყუპის გაზრდა გმირობააო. არ არსებობს ამ კაცისთვის სამუშაო საათები... ღამის საათებშიც შეგვიწუხებია და რჩევა მოუცია. ალბათ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ქვეყანა... [gallery columns="4" link="file" ids="243550,243552,243553,243551"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/ekimebi-nugzar-uberi.mp3"][/audio]             [post_title] => მარწყვი, საშიში პროდუქტი – როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => marwyvi-sashishi-produqti-rogor-davicvat-bavshvebi-zafkhulshi-nawlavuri-infeqciebisgan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-17 14:40:25 [post_modified_gmt] => 2018-05-17 10:40:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=243534 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 240838 [post_author] => 23 [post_date] => 2018-05-10 14:40:11 [post_date_gmt] => 2018-05-10 10:40:11 [post_content] =>

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ მშობლების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს დაეთმო. რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი, როდის არის საგანგაშო ახალშობილთა სიყვითლე,  საჭიროა თუ არა კოლიკის დროს გაზგამყვანი მილი და მედიკამენტები, როდის უნდა დაჯდეს, როდის უნდა ხოხავდეს ბავშვი. რეკომენდებულია თუ არა ჭოჭინა და სუპინატორიანი ფეხსაცმელი. ასევე, რაზე მიუთითებს არათანაბარი ნაკეცები ფეხებზე, რა უნდა ვიცოდეთ პალმის ზეთის, კალცის, ვიტამინი D-სა და ხშირი ოფლიანობის შესახებ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პედიატრთან ვიზიტის დაგეგმვა, ასევე, შესაძლებელია კლინიკაში „მზიური მედი“. ქალბატონო ინგა, რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი? ახალშობილობის პერიოდი არის დაბადებდან 28 დღის ჩათვლით. ახალშობილის ერთ-ერთი სასაუბრო ენა არის ტირილი. ის ასე შედის კომუნიკაციაში გარშემომყოფებთან, ცდილობს მუცლად ყოფნის შემდეგ ახალ გარემოში გაიაროს ადაპტაცია. ის დედასთან ურთიერთობის დაბრუნებას ცდილობს და ეს ბუნებრივი კვების საშუალებით ხდება. ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვებს უფრო მეტად მარცხენა ძუძუ უყვართ, იმიტომ რომ ის გულთან ახლოს არის. ბავშვები ტირიან და მუდმივად საკვებს ითხოვენ, ამიტომ ისინი კვების თავისუფალ რეჟიმზე არიან. მან მაშინ უნდა მიიღოს ძუძუთი კვება, როდესაც ტირის. თუ ეს ბავშვს არ ამშვიდებს, მაშინ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. ძალიან ხშირად, პედიატრები შეცდომას ვუშვებთ და ვნიშნავთ დამატებით კვებას. ვფიქრობთ, რომ არ ყოფნის ბუნებრივი კვება და საჭიროა ხელოვნური ნარევის დამატება. წესით, ერთი თვის ასაკში ბავშვი უნდა აიწონოს და თუ ნამატი აქვს, ხელოვნური საკვების დამატება მას არ სჭირდება. დროთა განმავლობაში, ბავშვი სწავლობს, როგორ შეატყობინოს დედას, თუ რა სურს მას. დედა თვითონ ხვდება რა უნდა ბავშვს.
  • ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ტკივილი, კოლიკა, ბავშვები ძალიან სწრაფად წოვენ და ამას მოყვება აეროფაგია, ანუ ჰაერის ყლაპვა, რაც ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის. აქ ჩვენ სხვადასხვა სახის საშუალებებს ვაწვდით ბავშვს და ეს ყველაფერი უშედეგოა, რადგან არ აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული ფუნქცია და ა.შ.
  • ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ხალხმრავლობის მიმართ, თუკი საფენი აქვს სველი, ან სცივა, ის წუხს. თუკი ხელებს და ცხვირს მოუსინჯავენ და ფიქრობენ, რომ ბავშვს სცივა, ასე არ არის. ოთახში ტემპერატურა 18-20 გრადუსს არ აღმატებოდეს. აგვისტოში ახალშობილს ფეხზე შალის წინდა არ უნდა ჩააცვათ. მყავდა ასეთი პაციიენტი, რომელიც მკბენარა შალის წინდის გამო დღე და ღამე ტიროდა.
  • ხშირად ბავშვი რაღაცას ითხოვს, ბეზრდება წოლა და როგორც კი მას მშობელი აიყვანს ხელში აიყვანს და გულზე მიიკრავს, წყნარდება. მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი ხელში აყვანას მიეჩვევა დაა ეს ცუდია, ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ სიყვარულის გადაცემაა და კანის კანთან ურთიერთობის მეთოდი არაჩვეულებრივია.
  • უკანასკნელ პერიოდში ძალიან სერიუზულად საუბრობენ რქოვანას ეროზიაზე, ეს ძალიან მტკივნეულია. მყავდა პაცინტი, 1 თვის ბავშვი, რომლიც განუწყვეტლივ ტიროდა სწორედ ამ მიზეზით. ბავშვს შესაძლოა სტკიოდეს ყური, მოხდეს საკვების გადაცდენა. და ბოლოს, შეიძლება ბავშვი ტიროდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ითხოვდეს ყურადღებას.
თუმცა, მაინც ახალშობილებში კოლიკა არის წამყვანი ტირილის მიზეზი. ეს შეიძლება გამოიხატოს ტირილში. სამ თვემდე რა საშუალებებიც არ უნდა იხმაროთ, უშედეგო იქნება. ხშირად მეცოდებიან კიდეც მშობლები, ცვლიან ამ მედიკამენტებს... სახლში დახმარების აღმოჩენა ბევრად უფრო ეფექტრურია ხოლმე: მშობლების თანდასწრებთ ცოტა ხნით მუცელზე დაწვენა, გარკვეული პოზის მიცემა, მუცლის შეთბობა, მაგალითად ფენის თბილი ნაკადის მიშვერით მომენტალურად იხსნება კოლიკა და ბავშვი გამოყოფს გაზებს. მე არ ვურჩევ მშობლებს ხშირად გაზგამყვანი მილის ჩადგმას, იმიტომ, რომ ბავშვი არ მიეჩვიოს ამ დახმარებს, მან თვითონ უნდა შეძლოს იმ პრობლემებთან გამკლავება რაც მას ტკივილს ანიჭებს. როდის არის ახალშობილთა სიყვითლე საგანგაშო? პირველ რიგში გეტყვით, რომ ფიზიოლოგიური სიყვითლე ემართება ახალშობილთა 50%-ს. ბავშვი დაბადებიდან მეორე დღეს ყვითლდება. ამისი მიზეზი ის არის, რომ დედისგან მიღებული ერითროციტები, რომლებიც ტრანსპლაცენტარული გზით გადაეცემოდა, როდესაც გადაიჭრება ჭიპლარი, ამდენი ერითროციტი უბრალოდ აღარ არის საჭირო და ისინი იწყებენ დაშლას, გამოიყოფა ჰემოგლობინი, რომლის შედეგადაც გამოიყოფა არაპირდაპირი ბილირუბინი. არაპირდაპირი ბილირუბინი ეს არის ცხიმში ხსნადი ბილირუბინი, რომელიც უნდა გარდაიქმნას წყალში ხსნად ბილირუბინად. ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა ფერმენტი გლუკონორიუმ ტრასფერანზა, რომელიც არაპირდაპირ ბილირუბინს ღვიძლში გადაიტანს და აქ ხდება მისი გარდაქმნა არაპირდაპირ ბილირუბინად. ბოლოს, ის განავლოვან მასებთან ერთად გამოიყოფა. როდესაც ბავშვი იბადება ფიზოლოგიური სიყვითლით, ჯერ ღვიძლის ფუნქცია, ფერმენტული ფუნქცია  მოუმწიფებელია და ამიტომაც ყვითლდება ბავშვი. ასეთ ბავშვს ვაკვირდებით, ეს იწყება მეორე-მესამე დღეს და 2 კვირაში ბავშვი თავის ფერს იბრუნებს. თუ სიყვითლე პირველ 24 საათში წარმოიქმნა, თუ სიყვითლე ინტენსიურიაა, თუ ბავშვი ზაფრანას ფერია, ბილირუბინი ძალიან მაღალია, არის ჯგუფური, ან რეზუს შეუთავსებლობა და არის სხვა თანდაყოლილი სინდრომები ეს უკვე ყურადღესაბია. ბილირუბინი არის ცხიმში ხსნადი და მას შეუძლია ჰემატოენცეფალურ ბარიერს გაააღწიოს და გამოიწვიოს ბილირუბინული ენცეფალოპათია. ეს კი ბავშვის სიცოცხლისთვის საშიშია. ნებისმიერი სიყვითლე ექიმმა უნდა შეაფასოს. არსებობს ასევე კონიუგაციური სიყვითლე, რომელიც ერთ თვემდე ლაგდება ხოლმე. ფიზიოლოგიური სიყვითლე აბსოლუტირად არ არის საშიში, ისევე როგორც ფიზიოლოგიური კლება. ბავშვს აქვს უფლება დაიკლოს თავისი წონის 10%. ბავშვი გამოყოფს შარდს, განავალს, ის სუნთქავს და მის შედეგად სითხე ორთქლდება. მეათე დღისთვის ბავშვი სრულად იბრუნებს თავის წონას. პირველ თვეში სასურველია ბავშვმა მოიმატოს 600 გრამი. ნორმაა თუ არა ღებინება ახალშობილებში? არიან ბავშვები რომლებიც ძალიან სწრაფად ჭამენ. ამას ახლავს აეროფაგია, იყლაპება ჰაერი და ამოქარვების პროცესში, მოყვება ხოლმე საკვებიც. ბავშვმა მცირე რაოდენობა უნდა ამოაყოლოს ჰაერს. შესაძლოა ზედმეტი რაოდენობით მიიღო საკვები და ეს უნდა ამოღოს რა თქმა უნდა. მაგრამ ამასაც თავისი ტიპები აქვს. თუ ღებინებას ჩანჩქერისებული ფორმა აქვს, დიფერენცირება უნდა მოხდეს და მივაქციოთ ყურადღება. თუ ბავშვს ხშირი ღებინება აქვს და წონაში მატება კარგია, მაშინ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდესაც საკვები საყლაპავ მილში ამოისროლება და ის ხვდება სასუნთქ გზებში, ამ დროს ბავშვებს ეწყებათ ხველა და ბავშვებს სხვადასხვა სპეციალისტებთან დაარბენინებენ, სინამდვილეში კი, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ღებინება, სამ თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის საშიში, თუმცა რა თქმა უნდა კონსულტაცია უნაა გაიაროთ სპეციალისტთან. როდის უნდა დაჯდეს ბავშვი, უნდა ხოხავდეს თუ არა ის, რატომ აღარ არის საჭირო ჭოჭინა და ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა სუპინატორიანი ფეხსსაცმელი? ძალიან ხშირად სვამენ ამ კითხვებს მშობლები. დაჯდომა არის ევოლუცია, ის უნდა დაჯდეს მაშინ, როდესაც ცდილობს, რომ წამოჯდეს. ეს 4-5 თვის ასაკიდან ხდება. კომუნისტების პერიოდში მიიჩნეოდა, რომ ბავშვი 6 თვიდან უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს მიდგომები შეიცვალა. რაც შეიძლება ხოხვას - მას თუ უნდა იხოხავს, თუ უნდა პირდაპირ გაივლის. ბავშვი გაივლის მაშინ, როდესაც უნდა გაიაროს და ხოხვა მას ხელს არ შეუშლის. ნუ ეცდებით, რომ ის ფეხზე წამოაყენოთ. იხოხოს წინ, უკან - ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება ჭოჭინას, ძალიან ბევრ ქვეყანაში ის საერთოდ აკრძალულია. ბავშვის ძვალსახსროვაანი სისტემა განიცდის ცვლილებებს და მეორე და სერიოზული მიზეზი, ბავშვის ტრამვატიზაციაა. როდესაც ბავშვი ჭოჭინაშია, მშობელი ადუნებს ყურადღებას და მან შეიძლება რაიმე დაიზიანოს. მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ჭოჭინაში მყოფმა ბავშვმა მდუღარე ჩაიდანი გადაისხა. როდესაც ცდილობთ ბავშვი ჩასვათ ჭოჭინაში, კენგურუში, ან სარტყელი გაუკეთოთ, გავიაროთ კონსულტაცია ორთოპედთან. ეს არის ძვალ-სახსროვანი დაავადებების საუკუნე და წლამდე ბავშვმა სამჯერ მაინც უნდა გაიაროს კონსულტაცია ორთოპედთან. რაც შეეხება სუპინატორს, ის ორთოპედიული დანამატია და ამას ორთოპედი არჩევს. ბრტყელტერფიანობა არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი. ტერფის სრული ჩამოყალიბება 6-7 წლის ასაკში ხდება. ბავშვის კარგი ბრენდის ფეხსაცმელი ფეხს კარგად უფიქსირებს. არსებობს თხელი ლითონის კამარა, რომელიც ფეხსაცმლის ძირს მიყვება, ასეთ ფეხსაცმელს თავად მშობლები არჩევენ. თუ საჭიროა სპეციალური ორთოპედიული სუპინატორი, ამას ტერფის კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით არჩევს ორთოპედი. როდესაც ბავშვი ფეხის ადგმას იწყებს, უნდა ვეცადოთ, ის კოჭზე კარგად იყოს მომდგარი და იყოს რბილი ტყავის. მშობლებს მინდა ვთხოვო, ნუ ჩააცმევთ სხვის ნახმარ ფეხსაცმელს, რადგან მას უკვე დეფორმაცია აქვს მიღებული. ცუდი სუნი პირში - რას უკავშირდება ის? სუნი პირიდან - ყველა ადამიანს აქვს, განსაკუთრებით დილას. ის რომ ბავშვს ჭიები ჰყავს და ამიტომ აქვს სუნი, ეს მითია. სუნი პირიდან შეინიშება მაშინ, ნუშისებური ჯირკვლების გაწოვა ხდება, როდესაც სუნთქავს პირით და ლორწოვანების გამოშრობა ხდება, თუ ბავშვს ცხვირ-ხახის ინფექცია აქვს და ბაქტერიები ენის უკანა ნაწილზე ილექება. როგორც კი ბავშვს კბილებს გამოვუწმენდთ და ენას გამოვხეხავთ, სუნიც გაქრება. ზოგჯერ კუჭის კარდიალური სპინქტერი ცოტას აგვიანებს ხოლმე დახურვას და შესაძლოა ამოკრავდეს სუნი. ასეთ დროს უნდა მიმართოთ ექიმს. შავი ნადები კბილებზე - რატომ ჩნდება და რა უნდა გააკეთოს მშობელმა? ძალიან ბევრი ბავშვია კბილებზე შავი ლაქებით. მშობლებს ეშინიათ, რომ ბავშვებს კარიესი დაეწყოთ. ეს არის ტკბილეულის, ნახშირწყლებისა და ბაქტერიების შენაერთი. ეს მარტივად მოშორებადია, არსებობს სპეციალური თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები, მცირე რაოდენობის სოდას ამატებენ და თავადაც წმენდენ მშობლები. ვიტამინებზე და კალცზე მინდა ვსაუბროთ... არის თუ არა შემთხვევები, როდესაც D ვიტამინი საერთოდ არ არის საჭირო... ამ უკანასკნელ პერიოდში ბავშვებში სამჯერ ზედიზედ მომიწია D ვიტამინის სისხლში განსაზღვრა და აღმოჩნდა, რომ მათ D ვიტამინის დეფიციტი აქვთ. როდესაც ანამნეზი გამოვიკითხე, ეს ის ბავშვები აღმოჩნდნენ, რომლებსაც არ მიუღიათ დაბადებიდან D ვიტამინი. მე მაგალითად, პოლივიტამინების მომხრე არ ვარ, ამას თავისი ჩვენება აქვს. ბავშვს, რომელიც ბალანსირებულად იკვებება, მას ვიტამენების დამატებით მიცემა არ სჭირდება. კალცს წლამდე ასაკის ბავშვებში არავინ ნიშნავს. კალცის უტილიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა D ვიტამინი. თუ არის რაიმე ჩივილი, ეჭვი გვაქვსს ჰიპოკალცემიაზე, შეგვიძლია ანალიზის ჩატარების შედეგად დავნიშნოთ კალციუმი. D3 ვიტამინის ნაკლებობას ახლავს ოფლიანობა... ძალიან იმატა ჰიპერქტიული ბავშვების რაოდენობამ. ეს დამახასიათებელია ემოციური, რთული, ცელქი ბავშვებისთვის. ისინი ემოციას ხარშავენ შიგნით, ინტრავენტები არიან. ან თუ გამოხატავენ ემოციას, ამას მთელი სიმძაფრიდ აკეთებენ. ასეთ ბავშვებს უჭირთ ჩაძინება და არც ძილში არიან მშვიდები. შესაძლოა,  ეს გენეტიკურიც იყოს. მანის ფაფა - რამდენად არის ის რეკომენდებული, ან რატომ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან? წლამდე ასაკამდე საერთოდ არ არის მანის ფაფის მიცემა ბავშვისთვის სასურველი. მანანის ბურღული არის ძალიან წვრილად დაფქვილი ხორბალი, რომლის ძირითად ნაწილს სახამებელი და ნახშირწყალი წარმოადგენს, რა თქმა უნდა შედის სხვადასხვა ვიტამინიც, მას გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს, თუმცა ბავშვებში რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა შევზღუდოთ მანის ფაფის მიცემა ბავშვებისთვის. პირველი - მასში შედის ფიტინი, ეს არის კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის  უხსნადი შენაერთი, რომელიც ხელს უშლის ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას. გარდა ამისა, ის შეიცავს გლუტენს, შესაძლოა იყოს ალერგიული. წლის შემდეგ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვებს მანის ფაფა. ძალიან შეშფოთებულები არიან მშობლები პალმის ზეთით... თავისთავად პალმის ზეთი ცუდი არ არის, უბრალოდ მეწარმეები ცუდ პალმიტატს იყენებენ. პალმის ზეთის სიკარგე განისაზღვრება ზეჟანგური ჟანგვის რიცხვით და ის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ როდესაც ის, რასაც ჩვენ მოვიხმართ, 10%-ს აღემატება. პალმის ზეთი იხმარება ყველგან, სადაც ეტიკეტზე მცენარეული ზეთია მითითებული. ის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას უწყობს ხელს და წარმოადგენს კარცეროგენს. ვეცადოთ, ისეთი პროდუქტები შევიძინოთ, რომლებიც არის პალმის ზეთის გარეშე. პალმის ზეთისთვის დამახასიათებელია ყაბზობა და ის შედის ნაყინში, შოკოლადებსა და სხვადასხვა ტკბილეულში. როგორია თქვენი მოსაზება ფეხებზე არათანაბარ ნაკეცებთან დაკავშირებით ? ის რომ, არათანაბარი ნაოჭები რაიმე ძვლოვან პათოლოგიაზე მიუთითებს, ეს მითია. თუმცა, შეიძლება იყოს სიმპტომი და საჭიროა ვაჩვენოთ ბავშვი ორთოპედს. [gallery columns="4" link="file" ids="240860,240861,240862,240863"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/inga-mamuchishvili.mp3"][/audio]   [post_title] => ტირილი, კოლიკა, ჭოჭინა და პალმის ზეთი - ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tirili-kolika-chochina-da-palmis-zeti-inga-mamuchishvilis-rekomendaciebi-mshoblebis-mier-yvelaze-khshirad-dasmul-shekitkhvebze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-10 16:54:04 [post_modified_gmt] => 2018-05-10 12:54:04 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=240838 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 238411 [post_author] => 23 [post_date] => 2018-05-03 14:44:21 [post_date_gmt] => 2018-05-03 10:44:21 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE შესაძლებელია თუ არა სიგარეტისთვის თავის  დანებება მარტივად, შეუქმნის თუ არა ეს დამატებით სტრესს მწეველს, არის თუ არა ელექტორნული სიგარეტი თამბაქოს ალტერნატივა და რეალურად, რა დაავდებების განვითარებას უწყობს ხელს მოწევა. გარდა ამისა, არის თუ არა მარიხუანა „უსაფრთხო მოსაწევი“ და რეალურია თუ არა ინფორმაცია მისი სამკურნალო თვისებების შესახებ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-კარდიოლოგმა გიორგი კაპანაძემ ისაუბრა. მან ცოტა ხნის წინ შექმნა მოწევის შეწყვეტის  და პრევენციის ცენტრი, რომელიც კლინიკა „ჰელსიკორის“ ბაზაზე გაიხსნა. რა სახის დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს მოწევა? უამრავი დაავადებაა, რომელსაც უშუალოდ მოწევა იწვევს. მსოფლიომ განგაშის ზარი უკვე დიდი ხანია შემოკრა მოწევასთან დაკავშირებით. ეს ახალი კანონიც დიდ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაში. მე მოქმედი კარდიოლოგი ვარ, რამდენიმე კლინიკაში ვმუშაობ. ერთ-ერთ დღეს კარდიოლოგიურ ინტენსიურ თერაპიას ცხრა პაციენტი გადიოდა, აქედან 4 პაციენტი სწორედ იმიტომ იყო იქ, რომ ისინი თავის დროზე ეწეოდნენ სიგარეტს. სიგარეტის მოწევა იწვევს სასუნქთი სისტემის უმძიმეს დაავადებებს, გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის პრობლემებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს და ა.შ. რომ არა თამბაქო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ავად არ იქნებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მწეველია მოსახლეობის 33%, ფილტვის სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს შორის 80-85% არის მწეველი. პასიური მწეველებიც ხშირად გამხდარან ფილტვის კიბოს მსხვერპლნი. მაგალითად, ცნობილია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა დაავადდა ფილტვის კიბოთი, რომელიც ბარში მიმტანი იყო. იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის სისმსივნე - პირდაპირ კავშირშია მოწევასთან. არის რამდენიმე მოსაზრება სიგარეტისთვის თავის დანებებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ღერების შემცირებით დავიწყოთ და ამ გზით ვთქვათ უარი მოწევაზე, რომელი ვარიანტია უფრო მისაღები? ძალიან ხშირად მიწევს ამ საკითხზე მუშაობა. ჩემი პირადი გამოცდილებით, ნელ-ნელა დანებებას დაბალი ეფექტი აქვს. უმჯობესია მყისიერად დაანებოთ თავი. რა თქმა უნდა უკეთესია, როდესაც იმდენს აღარ ეწევა, რამდენსაც ეწეოდა, მაგრამ არ არის ეფექტური. ძალიან იშვიათად, რომ ადამიანი ასე ნელ-ნელა სრულ შეწყვეტამდე მისულიყო. პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ანებებენ თავს და წლების შემდეგ ისევ იწყებენ მოწევას... აქ მთავარი ურჩხული არის ნიკოტინი. ის ნეიროტოქსიკური ნივთიერებაა და პირდაპირ იწვევს აბსტინეციას როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქიკურს. ადამიანს უჩნდება მოთხოვნა ნიკოტინზე, ჩნდება შიმშილი ნიკოტინის მიმართ. ნიკოტინის შიმშილი არ ეწყება ადამიანს, ვისაც ის არ მიუღია. როდესაც ადამიანი იწყებს მოწევას, ამბობს, რომ ეს რა არის, როდესაც მომინდება მაშინ დავანებებ, აი სუფრაზე მოვწევ, ნადირობისას მოვწევ და ასე იწყებს ადამიანი მოწევას. ჩვენ გაგვიგია ნარკოტიკების შესახებ, რომ თუ ერთხელ გავსინჯეთ, თავს ვეღარ დავანებებთ, სიგარეტზე კი ადამიანს მცდარი შეხედულება აქვს და მალე ის ხდება დამოკიდებული. რაც შეეხება შემდგომ დაწყებას - ერთხელ თუ დავანებე,  კიდევ დავანებებ – ეს დამოკიდებულება აქვთ. ნიკოტინი ეხმარება სტრესის დაძლევაში ადამიანს, მაგრამ სტრესს თავად ნიკოტინი იწვევს. ჩვენ ნიკოტინის გარეშე დავიბადეთ, ნიკოტინი არ არის ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. მწეველებში შიმშილი უკვე რთული სამართავია. ყველა იმ ადამიანს, ვინც სიგარეტს თავი დაანება, მინდა გმირი ვუწოდო, რადგან ეს ძალიან რთულია. არ არსებობს მწეველი, რომელმაც მოინდომა და თავი ვერ დაანება, არ აქვს მნიშვნელობა 20 წელი ეწეოდა თუ 50. რა რეკომენდაციებს მისცემთ იმ ადამიანებს, ვისაც სურს პირველი ნაბიჯები გადადგან? პირველი - აუცილებელია მყისიერი თავის დანებება, კარგი იქნება თუ თავის დანებების დღეს სწორად შეარჩევთ. თუ იცით, რომ ზეგ კლუბში მიდიხართ, ხვალ არ დაანებოთ. მეორე - გარემო.  მნიშვნელოვანია პირველი რამდენიმე კვირა, მოერიდეთ ისეთ ადგილებში ყოფნას, სადაც მაღალი რისკია იმისა, რომ მოწევა გააგრძელოთ. ახალ კანონს ძალიან დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია. მესამე - ალკოჰოლს დიდი მაცდუნებელი ძალა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ნიკოტინის შიმშილი გამოიხატება თავის ტკივილში, უძილობასა და დეპრესიაში, მიმართეთ ექიმს, რომელიც დამატებით რეკომენდაციებს გაგიწევთ. [caption id="attachment_238422" align="alignnone" width="640"] გადაცემის წამყვანი ნატა ხარაშვილი და ექიმი გიორგი კაპანაძე[/caption] არსებობს თუ არა რაიმე დამხმარე მედიკამენტი ამ დროს და რა პროცესებს უწყობს ხელს? დიახ, ეს არის ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია. ნიკოტინის შიმშილს ადამიანი სხვადასხვა საღეჭი რეზინით, პლასტირით, სპრეით იკლავს. ამას თავისი ეფექტები აქვს. პრეპარატები უსაფრთხოა, რისკზე მეტი სარგებელი მოაქვს. არის ასევე ცენტრალური ნიკოტინის რეცეპტორების ანტაგონისტი ნივთიერება, ვარენიკლინი. მისი დალევა გარკვეული დოზებით ხდება და ადამიანი მოწევას შიმშილის გარეშე ანებებს თავს. არ არსებობს საშუალება, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა. მთავარი არის მოტივაცია. ეს საშუალებები უბრალოდ ამსუბუქებს სტრესებს. ჩანაცვლებითი თერაპია არ უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება. უნდა მოხდეს დოზების კორეგირება და უმტკივნეულოდ თავის დანებება. ელექტრო სიგარეტი - რამდენად უსაფრთხოა ის? ელექტრო სიგარეტი შეიცავს კარცეროგენებს. მასშიც ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპიის პრინციპია და ამიტომ შიმშილს აღარ განიცდის ადამიანი. აღმოჩნდა, რომ აეროზოლები არ არის უსაფრთხო. არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ელექტრო სიგარეტი არ იწვევს ამა თუ იმ დაავადებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2008 წელს პირდაპირ მოუწოდა მწარმოებლებს, რომ სიტყვა უსაფრთხო ამოეღოთ ელექტროსიგარეტთან მიმართებაში, რადგან ის არ არის უსაფრთხო. რას იტყვით მწეველ ექიმებზე? მე მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში მუშაოობს, მას ქურქი არ უნდა ეცვას. როდესაც პაციენტთან ვმუშაობ და ვუხსნი, რომ არ უნდა მოწიოს, აქვს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადება, ან ფილტვის პრობლემა და ა.შ. ამ დროს მეუბნებიან, რომ ექიმებიც ხომ ეწევიან. სადღაც ნამდვილად არსებობს 95 წლის მიშა ბაბუა, რომელიც მთელი ცხოვრება ეწეოდა და ახლაც ჯანმრთელია. მაგრამ, თუ ჩვენ რისკებს, ციფრებს გავითვალისწინებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მოწევით დიდი რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას. მარიხუანაზე მინდა ვისაუბროთ, ძალიან ბევრი მითი ვრცელდება. პირველი არის ის, რომ მარიხუანა უსაფრთხოა, არ იწვევს დამოკიდებულებას და ონკოლოგიურ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება... ამბობენ, რომ შოზოფრენიის მქონე ადამიანებს შველის, მაგრამ ჩვენ ხომ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებზე ვსაუბრობთ. მარტივად გეტყვით, მარიხუანა არ არის უსაფრთხო, შეიცავს უამრავ საფრთხეს, ისევე როგორც სიგარეტი და ალკოჰოლი. მარიხუანასაც აქვს გამონაბოლქვი, იზრდება დაავადებებების რისკი. არიან ადამიანები, რომლებსაც ადვილად გადააქვთ, მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც ერთჯერადი მოხმარების შემდეგ მძიმე ფსიკიკური მდგომარეობა გამოვლინდა, ჩნდება ფსიქოზი, შიზოფრენია. ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. ვიღაც სვამს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და არ ემართება ღვიძლის დაავადება. მარიხუანა იწვევს კონცენტრაციის უნარის დაკარგავს, ძილის დარღვევებს, რაც თავისთავად ძალიან მძიმე შედეგებს განაპირობებს. ის, რომ მარიხუანა კარგია, ეს არის აბსურდი. ის საშიში ნარკოტიკია, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ასევე არ არის კარგი ალკოჰოლი. ეს ადამიანის არჩევანია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მარიხუანის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს. თუმცა, ჩვენ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ. არანაირად არ მაქვს სურვილი, როგორც მამას, რომ ჩემმა შვილებმა ერთხელ მაინც გასინჯონ მარიხუანა. მე მაქვს შიში იმისა, რომ ამან მათ ფსიკიკაში შესაძლოა შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, შეიძლება არც გამოიწვიოს, მაგრამ როგორც ექიმი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მარიხუანა არ არის უსაფრთხო. [gallery columns="4" link="file" ids="238426,238425,238427,238428"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/giorgi-kapanadze-ekimi.mp3"][/audio]   [post_title] => როგორ დავანებოთ მოწევას თავი - სამი პრაქტიკული რჩევა სპეციალისტისგან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rogor-davanebot-mowevas-tavi-sami-praqtikuli-rcheva-specialistisgan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-04 10:35:12 [post_modified_gmt] => 2018-05-04 06:35:12 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=238411 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 243534 [post_author] => 23 [post_date] => 2018-05-17 14:40:15 [post_date_gmt] => 2018-05-17 10:40:15 [post_content] => რა გამოწვევების წინაშე დგებიან მშობლები ზაფხულში და როგორ მოვემზადოთ წლის ყველაზე ცხელი სეზონისთის, როგორ დავიცვათ პატარები ნაწლავური ინფექციებისგან და როგორ მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, რა ასაკიდან მივცეთ პატარებს ახალი ხილი და რა სიფრთხილე გამოვიჩინოთ სხვადასხვა პროდუქტების მომზდებისას – ამ და სხვა საინტრესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ნუგზარ უბერმა ისაუბრებრა. გადაცემის მსვლელობისას ცნობილი ექიმის მისამართით ბევრი სამადლობელი წერილი და თბილი მესიჯი მოვიდა. ბატონო ნუგზარ, ყოფით ცხოვრებაში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ენტეროვირუსები, თუმცა, ვიცით, რომ ეს არასწორია. რითია განპირობებული, რატომ ჩნდება ზაფხულში ეს პრობლემა და შეგვიძლია თუ არა გარდამავალ სეზონზე ნაწლავური ინფექციების  პრევენცია მოვახდინოთ? მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვდივარ თქვენს გადაცემაში სტუმრად. მალე ზაფხული დადგება, რომელიც საქართველოში ცხელია ხოლმე და შესაბამისად, იქნება ცხელი დღეებისგან გამოწვეული სამედიცინო პრობლემები. როგორ უნდა მოვემზადოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ თბილისში, რაიონსა თუ თუნდაც საზღვარგარეთ. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: არ უნდა დავარღვიოთ ის სტანდარტული რეჟიმი, რითიც ვკვებავთ პატარებს. მათი რაციონი მაღალი სანიტარული ნორმებით უნდა იყოს მომზადებული. ზაფხულის პერიოდში მწვავე ნაწლავური ინფექციის შემცირებას განაპირობებს როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში უმთავრესი ინფექცია სწორედ როტავირუსია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სერიოზული პროექტი განახორციელა და უკვე რამდენიმე წელია, უფასოდ ტარდება ეს აცრა. ეს ნიშნავს, რომ როტავირუსული ნაწლავური ინფექციები მკვეთრად შემცირდება. წინათ, დიარეით მიმდინარე დაავადებების 37%-ს როტავირუსი იწვევდა. განვითარებულ ქვეყნებში უფრო ადრე დაიწყეს როტავირუსზე აცრა და მან უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა, წამოიწია ნოროვირუსმა. არ არსებობს ენტეროვირუსები, რომლებიც იწვევენ დიარეით მიმდინარე დაავადებას. ანუ, ენტეროვირუსი საერთოდ არ იწვევს მწვავე ნაწლავურ ინფექციას. ენტერონ - არის ნაწლავი, ალბათ ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რომ ის ნაწლავის ვირუსია. ნაცვლად ამისა, უნდა ვთქვათ - ჩემს შვილს აქვს ნაწლავური, ვირუსული ხასიათის ინფექცია, ან ბაქტერიული ინფექცია. ვირუსული ინფექციების გარდა, მწვავე ნაწლავურ ინფექციას იწვევს დიზენტერია, სალმონელოზი, ნაწლავის ჩხირი და სხვა.
როგორ მოვიქცეთ პირველი ნიშნების გამოვლენისას? ნაწლავური ინფექცია მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მისი ნიშნებია - გულისრევა, დიარეა, ანუ ნაწლავთა მოქმედების გახშირება. სამჯერ და მეტჯერ ნაწლავის მოქედება უკვე დიარეად განიხილება, მაგრამ არა ახალშობილებში. ასევე, შეიძლება ახლდეს ცხელებაც. სანამ ექიმთან მიხვალთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოთ პერორალური რეჰიდრატაცია. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა მიეცეს ის სითხე, რომელსაც ის კარგავს ან ღებინებით, ან ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით. ეს შეიძლება იყოს წყალი, იდეალურია ელექტროლიტების პაკეტი. 2 წლამდე ასაკის ბავშვმა, ერთი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 100 მლ. წყალი. 2 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვმა, ყოველი დიარეის ეპიზოდის შემდეგ, უნდა მიიღოს 200 მლ. წყალი. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთ რეკომენდაციას აძლევს განვითარებად ქვეყნებს. ჩვენ განვითარებული, კულტურული ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ხელმისაწვდომია ელექტროლიტების ნარევი.
რატომ არის ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტად მიდრეკილი ამ ინფექციისკენ და თუ არის შესაძლებელი როგორმე დავიცვათ ბავშვები მისგან? რთული სამედიცინო კითხვაა. საერთოდ, დაავადებას განაპირობებს მემკვიდრული განწყობა. როდესაც მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე ვსაუბრობთ, ის სერიოზული დაავადებების რიგს მიეკუთვნება. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მსოფლიოში სასუნთქი სისტემის ინფექციების შემდეგ, მწვავე ნაწლავური ინფექცია ფატალურობის კუთხით მეორე ადგილზე დგას. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი არ არის. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია არის სწორედ როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია ასევე არის სუფთა სასმელი წყალი, ელემენტარული სანიტარულ ჰიგიენური ნორმებისა და იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის. როდესაც ზაფხულში ვამზადებთ საკვებს, განცალკევებული უნდა იყოს უმი და მოხარშული მზა საკვები. თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული ხორცი, ბოსტნეული. ხშირად მინახავს ზღვის სანაპიროზე, როგორ მიირთმევს საკვებს წყლიდან ამოსული ადამიანი. თითქოს მარტივი რეკომენდაცია ხელების დაბანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საკვების მიღების წინ, პირველი პრევენციაა მწვავე ნაწლავური ინფექციისათვის. მაცივარში ნებისმიერი პროდუქტი +5 გრადუსზე უნდა შევინახოთ. მშობლები ხშირად ჩქარობენ, ბავშვს ესა თუ ის ხილი გაასინჯონ. უნდა მივირთვათ ნებისმიერი ხილი, მაგრამ უმჯობესია, ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ხილი მივიღოთ. სასტიკად იკრძალება, გზის პირას გასაყიდად გამოტანილი ხილის შეძენა. ის ჰაერი გამონაბოლქვისგან არის დაბინძურებული, ხილის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებები შედის და ხდება ხილისგან მოწამვლა. ცალკე მინდა ვისაუბრო მარწყვზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარწყვი ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად დაასახელა. მასში პესტიციდების შემცველობა 40%-ს შეადგენს, ჩემი მორიდებული რჩევაა, მარწყვის მიცემა 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიზღუდოს. ზოგჯერ, თერმული დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს მარწყვი ზოგიერთ მავნე თვისებას. ხილი უნდა იყოს გარეცხილი, ის მხოლოდ დაბანილი ხელით უნდა გათალოთ. ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი, გარგარი - ძალიან კარგია. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ვურჩევ ლეღვს, საზამთროს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ არის შენახული, როგორ მოხდა ბაზრამდე მისი ტრანსპორტირება და ა.შ. თუ გაჭრით საზამთროს, ის ბოლომდე უნდა იქნას რეალიზებული და მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ზოგჯერ სჯობს, ხილი რომელიმე კომპოტის სახით მიიღოს ბავშვმა. შაქარი და მარილი კაცობრიობის უმთავრეს მტრებად განიხილება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ არცერთ მათგანს არ ვუწევთ რეკომენდაციას. თუ ჩვენ ბავშთა კვების რაციონში 2 წლამდე ვზღუდავთ შაქარს, მაშინ რა სახით ტკბილეული შეიძლება მას შევთავაზოთ? ჩემი მდიდარი კლინიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ სუპერმარკეტში ნაყიდი ტკბილეული იმ ფასად, რა ფასადაც ის იყიდება, არ შეიძლება იყოს სასარგებლო ბავშვისთვის. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება არავითარი შოკოლადი, მითუმეტეს საქართველოში, თუ არ არის ეტიკეტზე ასაკობრივი შეფასება მითითებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკვების დაძალება კატეგორიულად იკრძალება. შეგვიძლია გავარკვიოთ მიზეზები, რატომ არ ჭამს, რატომ აქვს დაბალი ჰემოგლობინი და ა.შ. ზაფხულში ბავშვები ცოტას ჭამენ, მაგრამ ინტენსიურად იზრდებიან. ხილი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ არ დავაძალოთ. ბავშვი რაციონალურ საკვებს უნდა იღებდეს, უნდა იყოს კარგად ადუღებული რძე და ვარგისიანი რძის პროდუქტები, უნდა მიიღოს ხორცპროდუქტები. რეკომენდაციები, რომლებიც ეხება დასვენებას. აქაც ბევრი მოსაზრება არსებობს - ღირს თუ არა ზღვაზე ბავშვის დასვენება და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ქალაქგარეთ? რეკომენდაცია ერთია და მშობლის შესაძლებლობა მეორე. შესაძლოა ოჯახს სურდეს კეთილმოწყობილ კურორტზე დაასვენოს ბავშვი, მაგრამ ვერ ახერხებდეს. ზოგიერთი დაისვენებს საქართველოში, ზოგიერთი კი მსოფლიოს ცნობილ კურორტებზე - ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარი ის არის, როგორ მოვიქცევით. არ უნდა მივიღოთ ის საკვები, რაც აქამდე არ გამისინჯავს ჩემს ქვეყანაში. შესაძლოა კვებისმიერი ალერგია გამოვლინდეს. უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენა, ხელები უნდა დაიბანოთ ხშირად, განსაკუთრებით სანამ საკვებს მოამზადებთ. ბატონო ნუგზარ, როდესაც დავაანონსეთ, რომ  თქვენ იქნებოდით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ბევრი თბილი წერილი მოვიდა თქვენი მისამართით. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს პირდაპირ ეთერში ვერ წავიკითხავ, თუმცა, ამ ორ ადამიანს დავპირდი, რომ მათ მოკითხვას აუცილებლად გადმოგცემდით: ანა მაღრაძე: ბატონი ნუგზარს ბადალი არ ჰყავს, უანგარო, კეთილშობილი, საყვარელი და  პროფესიონალი პროფესორია. ჩემს შვილთაშვილს ელენეს ბატონმა ნუგზარმა აჩუქა სიცოცხლე. მე ვერ გამოვთქვავ იმ უსაზღვრო მადლიერებას, რაც დამსახურებულად ეკუთვნის ბატონ ნუგზარ უბერს ჩვენგან. ბავშვზე გვატყუებდნენ სხვა ექიმები ტუბერკულოზი აქვსო, ბატონი ნუგზარის სწორმა დიაგნოზმა და სწორმა მკურნალობამ დადებითი შედეგი დაგვიდო. მის ადამიანურ გრძნობასა და გაგებას პატივს ვცემ და ვეთაყვანები. იგი არის ბავშვთა უნიკალური  სპეციალისტი, მე ვერ დავუკარგავ ამ სიკეთეს. რომ არა ბატონი ნუგზარი, შეიძლება უმძიმეს შედეგის წინაშე აღმოვჩენილიყავით. მე 72 წლის ქალი ვარ და ასეთი გულისხმიერი, უანგარო ექიმი არ მინახავს. მარინა ბენიძე: ბატონი ნუგზარი ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანია. მე ტყუპები მყავს. ორივენი ერთად მიმყავდა ხოლმე კონტროლზე. გამომყვებოდა ხოლმე მისაღებში და მიმღებს აფრთხილებდა. ამათგან ორის მომსახურება არ აიღოთ. ერთი აიღეთო. დღეს ორი ტყუპის გაზრდა გმირობააო. არ არსებობს ამ კაცისთვის სამუშაო საათები... ღამის საათებშიც შეგვიწუხებია და რჩევა მოუცია. ალბათ ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ქვეყანა... [gallery columns="4" link="file" ids="243550,243552,243553,243551"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/ekimebi-nugzar-uberi.mp3"][/audio]             [post_title] => მარწყვი, საშიში პროდუქტი – როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში ნაწლავური ინფექციებისგან [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => marwyvi-sashishi-produqti-rogor-davicvat-bavshvebi-zafkhulshi-nawlavuri-infeqciebisgan [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-05-17 14:40:25 [post_modified_gmt] => 2018-05-17 10:40:25 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=243534 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 72 [max_num_pages] => 24 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => e1b5074169186feeba41fa994091e383 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები