LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჯორჯაძის ფილმი ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორია

124

ცნობილი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმი “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფილმი, რომელიც ღვინის ქართული ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს 5 ნომინაციაში დააჯილდოვეს.

  • საუკეთესო რეჟისორი – ნანა ჯორჯაძე
  • საუკეთესო სცენარის ავტორი – თამარ ბართაია
  • საუკეთესო პროდიუსერი – შალვა ხეცურიანი
  • საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე
  • როლის საუკეთესო შემსრულებელი – რევაზ ხეცურიანი

“ღვინის ნულოვანი მერიდიანი” სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ფილმის პრემიერა საქართველოში 2017 წლის ოქტომბერში იგეგმება.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები