LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა მელქაძის ახალი საშემოდგომო კოლექცია რეტროსტილში

3901

დიზაინერმა ნანა მელქაძემ ახალი, საშემოდგომო კოლექცია წარადგინა, რომელიც რეტროსტილშია გადაწყვეტილი. მისი კოლექციის სახე, ტრადიციულად, მოდელი კრისტი ყიფშიძეა, რომელიც თავად ძალიან ხშირად სარგებლობს დიზაინერის მომსახურებით და საკუთარ გარდერობში „ნანა მელქაძის მოდის სახლის“ ბრენდის ქვეშ უამრავი სამოსი აქვს.

ახალი კოლექცია, სადაც საშემოდგომო კოსტიუმებია შესული, ძირითადად, პასტელურ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი, შავი, კრემისფერი, ბაცი ვარდისფერი ამ სეზონის აქტუალური ფერებია.

დიზაინერის დამახასიათებელი ნიშანია ხელით შესრულებული გაფორმება, რის გამოც კოლექციის კოსტიუმებს დამატებით აქსესუარები აღარ სჭირდება, შეგიძლიათ, მხოლოდ საყურე ან სამაჯური მოირგოთ.

მცირე ხნის წინ სპეციალურად 2017 წლის საშემოდგომო კოლექციისთვის, ფოტოსესია შეიქმნა, რომელიც ფორტოგრაფმა ირაკლი პირველმა გადაიღო. მოდელის ვიზაჟი ლანკა მატახერიას ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები