LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანახი მყავს სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიაში მარიხუანას მოიხმარენ – იაგო ხვიჩია მღვდლებს “მარიხუანას ფესტივალზე” ელის

99

„მარიხუანას ფესტივალზე სასულიერო პირებსაც ველით,“ – ამის შესახებ„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, „ყველამ იცის, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანები, ვინც მარიხუანას მოიხმარს“.

„არ ველოდები ექსცესებს, რადგან საპატრიარქოს აქვს რთული მორალური დილემა. ყველამ ვიცით, რომ საპატრიარქოში არსებობენ ადამიანები, ვინც მოიხმარენ მარიხუანას. ჩვენ გვყავს ასეთი ნაცნობები, ვიცნობთ ასეთ მღვდლებს და ეს ხალხი პატიოსანი ხალხია, არ მიმაჩნია, რომ ისინი ცოდვილები არიან, ან რამეს აშავებენ, ჩვეულებრივი ჩემნაირი ადამიანები არიან, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ. აქციაზე ამ ადამიანებისგან მე მოვარდნას კი არ ველოდები, არამედ ველოდები სტუმრობას, ველოდები მათ მიერ მართალი სიტყვის თქმას. ამას რომ არ ველოდებოდე, მაშინ იმედი უნდა მქონდეს გადაწურული სასულიერო პირებში საღი აზრის არსებობის. ზუსტად ვიცი და ნანახი მყავს სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიაში მარიხუანას მოიხმარენ, ისინი მორალური, პატიოსანი ხალხია და ეს მორალურობა ახლა არის დასამტკიცებელი,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მარიხუანას ფესტივალს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ 20 ოქტომბერს თბილისში გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები