LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძეს დღეს 81 წელი შეუსრულდა!..

193

შესანიშნავ ქართველ მომღერალს, ნანი ბრეგვაძეს დღეს, 21 ივლისს, 81 წელი შეუსრულდა. ქალბატონი ნანი ამ თარიღს ყოველთვის უახლოესი მეგობრებისა და ნათესავების წრეში აღნიშნავს ხოლმე.

წინა წელს მომღერლის საიუბილეო წელიწადი გახლდათ და მისი სოლოკონცერტიც გაიმართა, ეკა ხოფერია კი ქალბატონი ნანის დაბადების დღეს დაესწრო, რომელიც ერთგვარი კონცერტად იქცა.

ნანი ბრეგვაძემ 1961 წელს თბილისის კონსერვატორია დაამთავრა, სასცენო მოღვაწეობა 1956 წელს დაიწყო, 1959-1964 წლებში „რეროს“ სოლისტი, 1964 წლიდან კი ანსამბლ „ორერას“ სოლისტი გახლდათ, 1980 წლიდან სოლოგამოსვლები დაიწყო.

ქალბატონი ნანი დღემდე აქტიურია და არცთუ იშვიათად გამოდის კონცერტებზე. მსმენელს ყოველთვის უხარია მისი სცენაზე გამოჩენა.

რადიო „ფორტუნა“ ულოცავს ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები