LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი 28 მარტს მოსკოვში გაიმართება

55

28 მარტს, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. მისი სპეციალური სტუმრები იქნებიან ვალერი მელაძე, თამარა გვერდწითელი და ნინო ქათამაძე. ნანი ბრეგვაძის კონცერტზე სიმფონიურიორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრავს.

კონცერტზე გაჟღერდება ნანი ბრეგვაძის რეპერტუარიდან ყველა ჰიტი. მასთან ერთად სცენაზე დადგება ეკა მამალაძეც.

ამ დღეს ქართველი შემსრულებლის საიუბილეო ტურნე გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები