LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის ერთობლივი კონცერტი “ბლექ სი არენაზე” გაიმართება!

142

28 ივლისს, “ბლექ სი არენაზე, სახელმწიფო პროექტის, “ჩექ ინ ჯორჯია” ფარგლებში, ძალიან საინტერესო კონცერტი დაიგეგმა. დღეს “საქართველოს ბანკში” გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო დიდი მუსიკალური სიურპრიზით ჩაივლის. ქალბატონ ნანისთან ერთად სცენაზე გამოვა კონცერტის სპეციალური სტუმარი, ამერიკელი “გრემის” მფლობელი მესაყვირე, კრის ბოტი!..

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, აჟღერდება რაჭველის მიერ შექმნილი არაერთი ახალი ვერსია ნანი ბრეგვაძის ცნობილი რეპერტუარის კომპოზიციებისა.

ასევე ეკრანების საშუალებით, მაყურებელი ნახავ უნიკალურ კადრებს არქივიდან.

კონცერტების სერია, რომელსაც “ბლექ სი არენაზე” ზაფხულის განმავლობაში ვნახავთ, “საქართველოს ბანკის” პარტნიორობით, “ჩექ ინ ჯორჯია” წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები