LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძე საქართველოს პატრიარქის სიტყვების დასაცავად – „ავიწყდებათ, რომ ის მეორე სხვა ადამიანია…“

235

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებს მისი ქადაგებიდან, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ზედმეტად არ უნდა მოუშინაურდეს, სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ, რომელიც წერს:

„პატრიარქის აზრით, მეუღლეები ერთმანეთს ძალიან არ უნდა გაუშინაურდნენ.

თანაცხოვრებისას ადამიანებს შორის ზღვარი ადვილად იშლება, ჩემის და შენის აღქმა „ჩვენში“ ერთიანდება. „მე“-ს საზღვარი ირღვევა. ავიწყდებათ, რომ ის მეორე სხვა ადამიანია… კონფლუენციას ეძახიან ამას ფსიქოლოგები ☺ და ურთიერთობების არევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი ხდება ეს ფაქტი ☺

გეშტალტისტი ილაპარაკებდა ამ თემაზე სიამოვნებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები