LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: ძალიან ჭკვიანია შს მინისტრი და სწორი გათვლები აქვს

119

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძალიან ჭკვიანია და მას სწორი გათვლები აქვს.

მისი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ძალთა დემონსტრირებას, ხოლო ბექა წიქარიშვილს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მოცემულ სიტუაციაში აქცია შეეწყვიტა.

ნანკა კალატოზიშვილმა, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ამის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე, გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში ბექა წიქარიშვილს სხვა რამის გაკეთების საშუალობა არ ჰქონდა, რადგან 10 საათზე მეტი, აქციის მონაწილეები იყვნენ ალყაში.

ჩემი აზრით, მოხდა ძალის დემონსტრირება, რადგან როდესაც კლუბში შევიდნენ, უკვე დაკავებულები ჰყავდათ რეალიზატორები და რომც არ ჰყოლოდათ, მათ ხომ იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები?! სპეცოპერაციის ჩატარება შეიძლებოდა სხვაგან, წყნარად, ისე, რომ ხალხი არ დარბეულიყო.

მეორე დღესაც ძალის დემონსტრირება იყო „ქართული მარშის“ თუ ნეონაცისტების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენელია ის, რომ ქალაქში დარბოდნენ და გაჰკიოდნენ სისხლს დავღვრითო. პირველად არ ხდება ეს და ამის უფლებას რატომ აძლევენ, წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები