LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი მამულიჩას დასაცავად – ვის უწოდებს ყალბს მსახიობი

246

პროდიუსერ კახა მამულაშვილის შესახებ ჟურნალისტები კახა მიქაია და ელისო კილაძე სოცქსელში წერენ და აცხადებენ, რომ „ჯემ ფესტზე” ნარკოტიკებით ვაჭრობაში სწორედ ცნობილი სახეა ჩართული.

მამულიჩას მეგობარი, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი „ფეისბუქზე” წერს, რომ ეს ცილისწამებაა და სურს, ასეთი ცრუ ხმების გამავრცელებლები დაისაჯონ.

ნანკამ ორი სტატუსი გამოაქვეყნა, რომლებითაც მიქაიასა და კილაძეს პასუხობს.

„ელისო კილაძე, ქალი ჟურნალისტი, მის შვილს ჩაუდეს და ამტკიცებდა თავის სიმართლეს და გაიარა თვითონ ეს ცილისწამების გზა, როგორც ამბობს და როგორ ბედავს, თვითონ რომ წერს თუნდაც მამულიჩაზე რამეს, ეგ ნოლი ყალბი ქალი”, აღნიშნავს ნანკა.

რაც შეეხება კახა მიქაიას, ცნობილი მსახიობი მას ასე მიმართავს:

„კახა მიქაია, არ ვიცი, ვინ ხარ და არც მაინტერესებს… შენნაირებს ვერ მოუარეს, ჯერ სასამართლომდე მაინც რომ მიათრიონ ბინძური ცილისწამებისთვის. და საიტები, რომლებიც ვიღაცის გაუგონარ სისულელეებს აქვეყნებთ, ვიზიარებ მწუხარებას, ასეთი გაქანება რომ გაქვთ და ამით უნდა იცხოვროთ, კახა იქნები თუ საიტის ჟურნალისტი. გულით მეცოდებით და ტოქსიკოზს იწვევთ პირდაპირ თქვენი სიბინძურით”, დასძენს ნანკა კალატოზიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები