LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „ორი წელია დავშორდით და პრესაში დღემდე ამაზეა საუბარი”

67

ნანკა კალატოზიშვილი გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა. მან საკუთარ პროფესიაზე და პირადზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „იმედიდან“ წამოსვლის მიუხედავად, ამ ტელეკომპანიაში, შეთავაზების შემთხვევაში, ისევ დაბრუნდება…

– ნანკა, ბოლო დროს იშვიათად ჩანხართ ეკრანზე, რატომ მოანატრეთ მაყურებელს თავი?

– საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ სხვადასხვა გადაცემას. სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში ძალადობის თემაზე სასაუბროდ მიმიწვიეს.

– თავად თუ გამხდარხართ როდესმე მსხვერპლი, თუნდაც საკუთარი აზრის გამოხატვისთვის თუ შეგქმნიათ პრობლემები?

– „რუსთავი 2“-ის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ გარკვეული პრობლემები შემექმნა, თუმცა დიდხანს არ ვახმაურებდი. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ერთი ოპოზიციური არხი ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს.

– რა რეაქცია გქონდათ, როცა „იმედიდან“ გაგათავისუფლეს?

– ვცადე იუმორით შემეხედა, რადგან არ ვთვლი, რომ აქციაში მონაწილეობით დანაშაული ჩავიდინე, ნამდვილად არ ვიმსახურებდი ამგვარი დამოკიდებულებას და არც გულთან ახლოს მივიტანე.

– „იმედზე“ მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, სამსახიობო კარიერა თქვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. დღეს რას აკეთებთ ამ სფეროში?

– როგორც ყოველთვის თეატრში ვარ და უამრავ სპექტაკლს ვთამაშობ. ჩემთვის თეატრი ის სფეროა, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი ვერ შემიცვლის.

– „იმედზე“ ბოლო თქვენი პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იყო, რომელსაც 4 წელი უძღვებოდით. რამდენად ხშირად მონაწილეობდით სამთავრობო ღონისძიებებში?

– სამთავრობო ღონისძიებები ძალიან იშვიათად მიმყავს, უფრო საახალწლო კონცერტებში ვმონაწილეობ, რაც ძალიან არ მომწონს, რადგან ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია, ყოველთვის მოუთმენლად ველი ამ დღეს და მირჩევნია საკუთარ თავს დავუთო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ამ დღეს საერთოდ არ ვიმუშავო.

– გწყდებათ გული „იმედზე“ და იმ ადამაინებზე, ვისთანაც წლების მანძილზე თანამშრომლობდით?

– ძალიან არ მიყვარს წყენის დამახსოვრება, ასე რომ არც გულდაწყვეტილი ვარ, მეტიც საინტერესო პროექტს თუ შემომთავაზებნენ, ისევ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ.

– გქონიათ შემთხვევა, რომ დაცემულხართ და მერე, ისევ ფეხზე დამდგარხართ?

– კარიერის თვალსაზრისით – არასდროს, ცხოვრებაში კი, რა თქმა უნდა, ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა ემოციებისგან დაცლილი, აბსოლუტურ სიცარიელეს გრძნობდა. თუმცა, დიდხანს ასეთი მდგომარეობა არასდროს გრძელდება.ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები