LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილს და “მზარეულების” მსახიობებს “ჯი-დი-ეს”-ი კუთვნილ ჰონორარს არ უხდის

257

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, საიდანაც ცხადი ხდება, რომ სერიალ “მზარეულებში” მონაწილეობისთვის მას და სხვა მსახიობებს კუთვნილ ჰონორარს არ უხდიან.

ნანკა ვიდეოში ამბობს: ” სად დაიბადა, სად გაიზარდა, არ ვიცი, თანამშრომლებთან კონტაქტზე არ გამოდის. კი ვიმუშავეთ მთელი ზაფხული, ახლა გადაწყვიტა, არ მაინტერესებს, ხელფასებს არ გიხდითო. ხომ კარგად არის? თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი, ჰკითხეთ, ხომ კარგად არის?”

ნანკამ ვიდეო გამოაქვეყნა, მონიშნა მონაწილე სხვა მსახიობებიც, მათ შორის დუტა სხირტლაძეც და დაწერა: “ჯი-დი-ეს”-ის დირექტორმა “მზარეულები” აშკარად ამოიჩემა…”

ნანკას ეკითხებიან, ხუმრობს თუ სერიოზულად ამბობს ამ ყველაფერს, რაზეც ნანკა პასუხობს, რომ სრულიად სერიოზულად საუბრობს ამ პრობლემაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები