LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილებს კეთილი მამაკაცები მოსწონთ (ფოტოსესია)

466

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები „ოტიუმში“ დავპატიჟეთ ფოტოსესიისთვის. გამოპრანჭული დები დიდხანს პოზირებდნენ ფოტოკამერის წინ, შემდეგ კი „ფორტუნას“ შეკითხვებს უპასუხეს.

ნანუკა, ამერიკაში იყავი 6 თვით, მარტში ჩამოხვედი და ახლა მოვახერხეთ შენთან შეხვედრა…

რაც ჩამოვედი, ჩემი მეგობრებიც დამეთანხმებიან, ან სულ სახლში ვარ, ან საზღვარგარეთ, ქვეყნის დატოვებამ რამდენჯერმე მომიწია ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, სამუშაოდ თუ დასასვენებლად. თბილისში კი, ძირითადად, სულ სახლში ვარ…

ნინი:

არ არის ნორმალური, სისულელეს ამბობს (იღიმის). სახლში არ არის სულ, მუდამ ერთად ვართ, მეგობრებთან ერთად. სახლში ყოფნა მოსწონს იმიტომ, რომ ხელოვანია, ძალიან კარგად ხატავს. მხატვარი ელოდება დღის შუქს, რომ ფერები კარაგდ დასვას, შემდეგ კი არაფერი ახსოვს, როგორც მაგალითად, კარგი წიგნის კითხვის დროს. იგივე მომენტია ნანუკასთან, სხვა სტილში დაიწყო ხატვა და უამრავი კარგი ნამუშევარი აქვს. ამ მხრივაც აქვს გეგმები.

ნანუკა:

რამდენი ინტერვიუც მქონია, ამ თემაზე არსად მილაპარაკია. ბევრი ადამიანისთვის ჩემი ხატვით გატაცება სიუპრიზია. ჩვენს ოჯახში ყველა ხატავს, ნიკოლაძეში ვსწავლობდი, სანამ ჩავაბარებდი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არ ვიცი, საკუთარ თავზე როგორ ვისაუბრო, მაგრამ მაქვს ჩემი სტილი. რაც ჩამოვედი, შევდივარ ჩემს პატარა სახელოსნოში და ვხატავ…

DSC_9682ნინი:

მეც როცა მინდა, მაშინ შევდივარ. ნანუკას კარგი სტუმარი ვარ. მიყვარს, როცა ვუყურებ, რომ ხატავს და რაღაცებს ვეკითხები. ახლა რაღაც ამბავი გამახსენდა და არ მჯერა, რომ ამას გიყვებით, მაგრამ… ბავშვობაში ერთი საათი ვეხვეწე, რაიმე დამიხატე-მეთქი.

ნანუკა:

ნინი თვითონაც ხატავდა და დახატული ჰქონდა ოთახი, შიგნით ხალხით. ოთახში ჩავუხატე რკინის კარი და დავუწერე – მორგი (იცინის). ძალიან ბოროტი ბავშვი ვიყავი…

ვიცი, რომ ბავშვობაში ძალიან აწვალებდი ნინის და ახლაც აბრაზებ მეტსახელით…

ნინი მთელი ბავშვობა იყო პუტკუნა, მეც. ამის გამო ვეძახი პუტკუნას, მაგრამ არ სწყინს.

ნინი:

მოფერებით მეძახის, რაც კი რაიმე სქელთან ასოცირდება. პუტკუნო, რომ დამიძახებს, ეგრევე ვიხედები, ხალხს კი ჰგონია, რომ უნდა გავბრაზდე, მაგრამ არ ვბრაზდები. ეს ჩვენი ხუმრობაა.

გენატრებოდა ალბათ, როცა წასული იყო…

მე და ნანუკას ძალიან განსხვავებული დობა გვაქვს, სულ ერთად ვართ. არ გვაქვს ტაბუირებული თემა, ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. მე და ნანუკა ერთმანეთს ვაბალანსებთ, ნანუკა უფრო ემოციურია, ვიდრე მე.

ნინი ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას შეყვარებულია. ამ სასიყვარულო ამბის შესახებ ალბათ, პირველად შენ გაიგე…

ნანუკა:

რა თქმა უნდა. ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპი, როგორც მეგობრებმა, დაწვრილებით ვიცით. რა თქმა უნდა, თავიდანვე მითხრა.

ნინი:

ასეთ რამეს ნანუკას არც დავუმალავდი, პირველი იყო, ვინც გაიგო.

არ იეჭვიანე, ნანუკა?

სხვათა შორის, არა. ბავშვობიდან ნინის ვეუბნებოდი, მე ხომ ვარ ნანუკა, შენი ქმარი უნდა იყოს მამუკა-მეთქი. მამუკა არ ჰქვია, გიორგია, მაგრამ მე და გიორგის ძალიან ერთნაირი ხასიათი გვაქვს. გიორგი ძალიან მიყვარს. მამუკა არ ჰქვია, მაგრამ მე მგავს ხასიათით, იდეა ეს იყო (იცინის).

DSC_9443ნინი:

ერთ მომენტში მაინც თუ იგრძნო, რომ პირველი არ არის, ნანუკამ თუ თქვა, აქ წავიდეთო და არ წავედით, სწყინს. მე, ძირითადად, ხიდის როლს ვთამაშობ და ვაბალანსებ. ამ ორს ვუთმობ მე. ასე გამოდის. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ერთად ძალიან ვერთობით, მსგავსი იუმორი გვაქვს. ჩვენ სამი რომ ვართ, ხალხი ვერ ხვდება, რაზე ვხუმრობთ.

ჩვენი მშობლები სულ იმაზე ნერვიულობდნენ, ამათ ერთმანეთი რანაირად უნდა დატოვონ, რომ გათხოვდებიანო…

ნანუკა:

ამაზე სულ დები ქორქიები გვახსენდება. ანი მზრუნველი და იყო სულ, ანიც კირჩხიბია და მეც. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები სხვანაირი მზრუნველები არიან. ანი და ლიკა, ანის გათხოვების შემდეგ, მაინც სულ ერთად არიან. ჩვენს ოჯახში სულ მიიჩნეოდა, რომ ნინი უფრო ადრე დაოჯახდებოდა…

ნინი, შენ და გიორგი ფიქრობთ დაოჯახებაზე?

რა ვიცი… არასდროს არ მიფიქრია, ახლა უნდა გავთხოვდე-მეთქი. სულ დაკავებული ვარ, მაქვს ინტერესი და გეგმები, რომელთა განხორციელებაც მინდა. მყავს ისეთი ადამიანი, რომელთან ერთადაც მომავალზე ვფიქრობ, მაგრამ რა და როგორ იქნება, ამას დრო გვაჩვენებს.

ნანუკას პირადის შესახებ აძლევ რჩევებს?

სულ ვაძლევ რჩევებს და ითვალისწინებს. ძალიან დამიწებული ადამიანი ვარ. ნანუკა მენდობა. იცის, რომ ძალიან პრაქტიკულ რჩევას მივცემ. ოცნებებში არ ვარ, ვარდისფერი სათვალეებით ცხოვრებას არ ვუყურებ.

როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ნანუკას მოხიბლავს?

ზოგჯერ, როცა მაბრაზებს, ვემუქრები, მე ამოვარჩევ ბიჭს და ყველა კოზირს გავუხსნი, როგორ უნდა მოგხიბლოს-მეთქი. გარეგნულ ფაქტორს მნიშვნელობა არ აქვს, ის მეორე პლანზეა, მთავარია, იყოს მამაკაცური, ჰქონდეს იუმორის გრძნობა და შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. ასევე უნდა იყოს კეთილი.

ნანუკა:

DSC_9638სულ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ფიზიკოსი შემიყვარდეს, რომელიც არავის არ აინტერესებს. განათლება მნიშვნელოვანია. გარეგნობა მეორეხარისხოვანია მართლაც. კეთილი ადამიანი კი იმხელა კომფორტს გიქმნის… ბევრი მაგალითი მაქვს ცხოვრებაში, კეთილი ქმარი როგორია და ძალიან მომწონს ის ურთიერთობა, რომელიც ცოლებთან აქვთ ასეთ მამაკაცებს.

20 წლის შემდეგ რა იქნება, ამაზე გიფიქრიათ?

ნინი:

ერთი დღისთვის არ ვცხოვრობ. ბევრი ჩანაფიქრი მაქვს. ზუსტად ვიცი, თუ მოვინდომებ, გავაკეთებ კიდეც. მთას გადადგამ, თუკი რაიმე ძალიან გინდა. რასაც ავირჩევ, მსურს, იმ საქმეში წარმატებული ვიყო და ვიცი, რომ ვიქნები. რაც შეეხება ნანუკას, როცა გეგმებზე ვსაუბრობ, ის ამ გეგმებშია…

ნანუკა:

ჩემში ცხოვრობს ორი ადამიანი, ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხო, უფრო მეტიც, დღევანდელი დღით მიყვარს ცხოვრება, ძალიან შორს არ ვიყურები. ბოლო წერტილი მაინც ოჯახს უკავშირდება. ოჯახის შექმნა ჩემთვის შორეული პერსპექტივაა. შემდგარი და ბედნიერი ქალი მაინც ასე მესახება, კარიერაში წინსვლით და ოჯახური ბედნიერებით. დღეს ისე ვაკეთებ ყველაფერს, რომ ხვალაც ღიმილით და ბედნიერმა გავიღვიძო. ეგოისტი ვარ (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „ოტიუმი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები