LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ბათუმში გადაფრენა 260 ლარი, ერთი გზაო…“

250

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ქალიშვილისთვის, მარიამისთვის ბათუმში წასასვლელი ბილეთის ყიდვა უნდოდა, მატარებლისა და ერთ-ერთი ავიაკომპანიის ბილეთები გაყიდულია კონკრეტულ დრომდე, ამიტომაც კიდევ ერთ ქართულ ავიაკომპანიაში დარეკა და ბილეთის ღირებულებით გაკვირვებული დარჩა.

ტელეწამყვანი აღნიშნავს:

„მარიამს უნდა ბათუმში წასვლა და ვარკვევთ ბილეთებს.

  1. დავრეკეთ მატარებლის ბილეთებზე და ადგილი არ არის 6 აგვისტომდე, რაც ნამდვილად კარგია <3
  2. გავიგეთ, რომ „ვანილა სქაი“ დაფრინავს, ერთი გზა 90 ლარი. დავრეკეთ და ადგილები არ არის. 🙂

უკვე ავნერვიულდით :)) და გაიხსნა კიდევ ერთი გზა, „აირზენა“. ადგილებიც არისო, მითხრეს. ვრეკავ და ვეკითხები:

– ფასი?

– 260 ლარი, ერთი გზაო დააყოლა:)

მეც არ გამიკვირდ,ა ადგილები რატომ იყო?!:) მილანში გავფრინდი ქუთაისიდან, დაახლოებით ამ ფასში.

ბედნიერი ფრენა ყველას:) რა ფასის ბილეთიც არ უნდა გქონდეთ ნაყიდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები