LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი გვარამიას ემშვიდობება: “წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ”

36

“რუსთავი 2-ის” წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ემშვიდობება და წარმატებებს უსურვებს.

ამის შესახებ ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

Nika, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება. ♥”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნიკა გვარამიას გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ტელეარხის შენობაში გუშინ საგანგებო თათბირი გაიმართა, თუმცა ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები