LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ღარიბაშვილს „ბერას ძიძას“ უწოდებს

46

„ბერას დაბადების დღე ყოფილა დღეს, რომელსაც ვულოცავ, მაგრამ მამამ რომ საყვარელი ძიძა მოუხსნა დაბადების დღეზე, არ ეწყინა, ნეტავ“? – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში და ძიძაში ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გულისხმობს. მის ამ მილოცვას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ზოგმა მოიწონა სტატუსი, ზოგმაც – დაუწუნა და დაცინვად აღიქვა, რაზეც ტელეწამყვანმა შემდეგნაირად უპასუხა: „დაცინვა არა, კითხვა დავსვი. სადაა აქ დაცინვა. რაც შეეხება ძიძას, იყო. ამიტომაც, როცა ირაკლის ვეკონტაქტებოდი ბერას საკითხებზე, მასეც მყავდა ტელეფონში შეყვანილი – „ბერას ირაკლი“. იცოდა, როდის იღვიძებდა, როდის დაგვერეკა, რას შვებოდა. სულ თან დაჰყვებოდა, ამერიკაში გააყოლეს და ბევრი დეტალი კიდევ…“

ერთ-ერთი კომენტატორი აღნიშნავს, რომ ამგვარი პოსტით ნანუკა ჟორჟოლიანი „იუმორს აწვალებს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები