LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი მონოდიეტების წინააღმდეგ: „სადისტურმა დიეტებმა თავისი დაღი დაასვა ყველაფერს…“

76

ნანუკა ჟორჟოლიანი ადამიანებს, რომლებსაც პანიკური შიში ემართებათ და თავად ასეთი გამოცდილება უკვე მიიღო, სთავაზობს მისგან დაღწევის ხერხებს. ნანუკამ რეკომენდაციები საკუთარი შოუს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

ნანუკა წერს:

„როცა პანიკური შეტევა ემართება ადამიანს, იწყებს ფიქრს, რამ გამოიწვია ეს ჯოჯოხეთი. მისი ცხოვრების, რომელმა გამოცდილებამ. მე გადავწყვიტე, რამდენიმე მათგანი გაგიმხილოთ.

ხოდა, დღეს, ერთ-ერთით დავიწყებ.

შიმშილი, მონოდიეტები ყველაზე დიდი სიმახინჯეა ჩვენს ცხოვრებაში. რამდენჯერ უთქვამს დედაჩემს, შენ რაღაცას დაიმართებო და ყოველთვის დედის მხრიდან გადამეტებული ემოცია მეგონა.

მე არ ვამტკიცებ, რომ გამომწვევი მიზეზი აქაა. ეს რთული დასადგენია და ჩემი აზრით, მიზეზი შეიძლება სხვაგანაც ვეძებო, რაზეც შემდეგ დღეებში დაგელაპარაკებით, მაგრამ სადისტურმა დიეტებმა თავისი დაღი დაასვა ყველაფერს.

ჩემი ორგანიზმი დღემდე პანიკაშია და როგორც კი მშია, შეტევები მეწყება.

  1. ახდუნებს თუ არა მონო დიეტები? (შიმშილი) არა. დროებით სითხისგან გვცლის, შედეგს ვნახულობთ (ძალიან დროებითს), გადაღილი სახეები გვაქვს, გამოფიტული ვიზუალი და როგორც კი ჭამას ვიწყებთ უფრო მეტს ვიმატებთ.
  2. განწყობას გვიცვლის. მარტივად ვღიზიანდებით, დეპრესია მარტივად გვერევა.
  3. თმები ცვენას იწყებს, კანი შრობას.

იმდენი სტრესია ირგვლივ. ნუღარ დაუმატებთ საკუთარ თავს ამ ჯოჯოხეთს. ჩემი გამოცდილებით შედეგი მომცა ვარჯიშმა და სწორმა კვებამ. კი, ცოტა გრძელვადიანია, მაგრამ შედეგიც დიდხანს ჩერდება. ცხოვრების დაგეგმვაც ასე სჯობს. ორდღიანი გეგმა მხოლოდ პაემნებს უხდება:) რაც შეეხება ვიზუალს გრძელვადიანი ჯობია 🙂

თან, არაფერი ღირს ჯანმრთელობის ფასად. განსაკუთრებით მოზარდებმა მინდა დამიჯეროთ.

  1. დაივიწყეთ მონო და სადისტური დიეტები.
  2. სვით ბევრი წყალი
  3.  ამოიღეთ ცომეული და შემწვარი ყველაფერი.
  4.  ხილი ჭამეთ დღის პირველ ნახევარში.

 

  1. ტკბილი ცოტა ხანი მოიკელით.
  2.  ივარჯიშეთ. იარეთ ფეხით.

და ბოლოს, ჩემი პერსონალური რეკომენდაციაა, ამ ყველაფრის გემო რომ გაიგოთ, თავი დაანებეთ სიგარეტს.

მე ხშირად გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. ხშირად ვიქნები თქვენთან ერთად ამ გვერდზე.

ბედნიერ დღეს გისურვებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები