LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი ქართველ ფეხბურთელზეა შეყვარებული? – „Love is in the air…“

821

მცირე ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა მაია ასათიანთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შეყვარებულია, თუმცა რჩეულის ვინაობა არ გაუმხელია. იქვე თქვა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა, როცა მის პირად ცხოვრებაში ცვლილებების შესახებ შეიტყო, დაურეკა მის მეგობარს და ჰკითხა, რატომ უმართლებდა ასე ნანუკას. ტელეწამყვანი ამბობს, რომ ასეთი კომენტარები აღარ ადარდებს.

მის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოჩნდა პორტუგალიაში გადაღებული ფოტო ფებურთელ რომან ჭანტურიასთან, რამდენიმე დღის წინ კი ასევე „ინსტაგრამზე“ განათავსა მასთან ერთად გადაღებული კიდევ ერთი ფოტო, რომელიც კაჭრეთის „ამბასადორშია“ გადაღებული. ფოტოებზე გაკეთებულ კომენტარებში ტელეწამყვანს ბედნიერებას უსურვებენ, ერთ-ერთი კი წერს: „Love is in the air“ („სიყვარულია ჰაერში“).

რომან ჭანტურია საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში თამაშობდა, 21-წლამდე ნაკრებში კი სადებიუტო შეხვედრა ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობისას „ევრო 2017“-ზე წლის შესარჩევში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. 2013 წელს ის თბილისის „ლოკომოტივიდან“ „ემპოლიში“ გადავიდა, იქიდან კი კლუბში „ტუტუკუიო“.

რომან ჭანტურია 1996 წლის 9 თებერვალსაა დაბადებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები