LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი „ვიზეარმა“ აეროპორტში ჩატოვა – როგორ შეხვდა „ოსკაროსან“ ედრიან ბროუდის (ვიდეო)

56

ნანუკა ჟორჟოლიანი შვილებთან ერთად იმ რეისზე აღმოჩნდა, რომელსაც პრობლემები შეექმნა. „ვიზეარის“ სხვა მგზავრებთან ერთად ტელეწამყვანი 14 საათის განმავლობაში ლუტონის აეროპორტში იჯდა, თუმცა ამ ვოიაჟს განსაკუთრებული ელფერი შესძინა „ოსკაროსანი“ მსახიობის, ედრიან ბროუდის გამოჩენამ…

ნანუკა წერს:

„მე ვარ მგზავრი, რომელიც ვიზეარმა ლუტონის აეროპორტში ჩატოვა, მაგრამ წუწუნს არ ვაპირებ. ეს 14 საათი აღმოჩნდა საკმარისი, გამეცნო უკარგესი სტუდენტები, რომლებიც ინგლისში სწავლოვებენ. მგზავრი ვანკუვერიდან, რომლის საბარგულში მოთავსებულმა ვისკმაც მგზავრების ნაწილს ღამე გადაატანინა. მოსწავლეები, რომლებიც მანამდე ინგლისში სწავლობდნენ გაცვლითი პროგრამით და ვიზის ვარგისიანობის გამო, რამდენიმე დღე ისევ გადაწყვიტეს ემოგზაურათ სამეფო ქვეყანაში. მოკლედ, კარგი ხალხის შემატება ღირს დაღლის ფასადაც კი.

თან, მიუხედავად რთული ღამისა:) 180 ლარიანი ბილეთი მაინც გემრიელი ყოფილა. თან, პირდაპირი რეისი ქალაქამდე, რომელშიც სწავლას ოდესღაც ჰარვარდის დიპლომის ფასი ჰქონდა. მერე რა რომ ავიაკომპანიას წარმომადგენელი არ ჰყავს და პასუხს არავინ გცემს, მაინც კარგია ხელმისაწვდომი ევროპა.

და თან ვერ ვიწუწუნებ იმიტომ რომ ძირს დაყრილები, კიდევ ერთხელ რომ ვამოწმებდით რეისის ბედს, ჰოი საოცრებავ. ოსკაროსანი მსახიობი, მშვიდად ეძებდა თავის გეითს. აი, ამ იაფიან აეროპორტში. სადაც ქალის და კაცის საპირფარეშო ერთი ხდება კრიზის დროს:)

P.S. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვიზეარს ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს:) იმედია დღეს გამოგვაფრენს ეს ბანძი კომპანია“.

https://www.facebook.com/nanuka.zhorzholiani/videos/10155927236954350/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები