LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანის პარიზი – „უხდები ეიფელის კოშკს, ნანუკა“

347

ნანუკა ჟორჟოლიანი პარიზშია. როგორც მის მიერ „ფეისბუქზე“ განთავსებული ფოტოების კომენტარებიდან ჩანს, ტელესახე ახალ გადაცემას სწორედ სიყვარულის ქალაქში წერს. ნანუკა განსაკუთრებით ბედნიერია, რადგან შვილი, მარიამი ნახა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს და დედას ძალიან ენატრება ხოლმე. მისი ფოტო ნანუკამ ასევე დადო სოციალურ ქსელში და დააწერა: „ჩემი გოგო ჩემთან“.

ნანუკას ეიფელის კოშკთან გადაღებულ ფოტოს ასეთი კომენტარები აქვს: „გენაცვალე, რომელი მოდელი მოგედრება და რომელი ქალი, საერთოდ მაგარი ხარ, ნანუკა, კეთილი და საყვარელი… სუპერ-დუპერ ჟურნალისტი, ქართულ რეალობაში ერთადერთი, ვინც პარიზის სისვეცკეს უხდება“, „როგორ მიყვარს ეს ლამაზი და პოზიტიური გოგო“, „უხდები ეიფელის კოშკს, ნანუკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები