LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანის უფროსი ქალიშვილი 20 წლის გახდა (ფოტო+ვიდეო)

116

ნანუკა ჟორჟოლიანის უფროსი ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე, 20 წლის შესრულდა. მარიამი საკუთარ დაბადების დღეზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. მისი საიუბილეო მრგვალი თარიღის აღსანიშნავად მისი და დედის, ნანუკა ჟორჟოლიანის მეგობრები შეიკრიბნენ.

ნანუკამ შვილს დაბადების დღე ასეთი ემოციური ტექსტით მიულოცა:

„თავდაჯერებულია, ემოციური, ქვევით, სიღრმეში უფრო მეტია, ვიდრე ზედაპირზე. ზოგადად ზედაპირები არ უყვარს:) რა ამბავიც არ უნდა მოვუყვე სხვანაირად შეგახედებს. ბევრჯერ გავუყვანივარ ემოციური კრიზისიდან და ამდენივეჯერ მიფიქრია, რომელი ვართ დედა. ერთად გავიზარდეთ, მაგრამ ის ბევრად სწორ და კარგ ტიპად ჩამოყალიბდა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს,  უყვარს ადამიანები, ძილი, გემრიელი საჭმელი და ბევრი ფიქრი.  უკანასკნელი ძალიან განასხვავებს ჩემგან, რაც იმედს მაძლევს, რომ იმდენს არ იტკენს, რამდენიც დედამისმა მოახერხა:) დღეიდან უფრო უფროსულად დამიწყებს ახსნას, რისთვის დავიბადეთ, რა მისია გვაქვს:)) რა არის მთავარი…

იმედი მაქვს, ყველა წუთს, წამს შეირგებ. გააკეთებ იმას, რაც გინდა. სულ გემახსოვრება, რომ მთავარი შეგრძნებები და თავგადასავლებია და რაც მეტი, მით უკეთესი. 20 წელი არაა პატარა საქმე :)Mariam Geguchadze“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები