LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანს „ქართული ოცნების“ ახალი მუსიკალური ვიდეო მოეწონა

44

ნანუკა ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ ახალ წინასაარჩევნო კლიპს ეხმიანება. შეგახსენებთ, რომ ვიდეოს პრემიერა ახლახან შედგა, სადაც მთელი საქართველოდან მოყვარული მომღერლები არიან გაერთიანებული და ასრულებენ ცნობილ სიმღერას „ჩემი საქართველო აქ არის“.

ვიდეო საზოგადოების ნაწილს მოეწონა, ნაწილი კი აკრიტიკებს. „ნანუკას შოუს“ წამყვანი პირველ კატეგორიაში შედის. ის აღნიშნავს:

„ქოცების ახალი კლიპი ვნახე და გამონაკლისი ვარ. მომწონს, მოქალაქეებით რომ არის გაკეთებული. ძველს ბევრად ჯობია, სადაც მხოლოდ მთავრობის გაღიმებული წევრები მეუბნებოდნენ რომ მათი საქართველო აქაა:) ვოკალური მონაცემები რომ არ „ბრდღვნის“ ეგეც მესმის, იმიტომ რომ ამ კლიპის მუღამიც ეგაა. იყოს ჩვეულებრივი. ამიტომაც მომეწონა.

ამ კლიპში კარგად ჩანს სისხლიანი 9 წლის შედეგი. „დანგრეული და გაპარტახებული“ ბათუმის ხედები. 2003 წლის საქართველო რომ ჩაებარებინათ ქოცებს, ფაქტია ეს „კარტინკა“ არ და ვერ ექნებოდათ.

გამახსენდა, ყველა სოხუმში რომ მივდიოდით. ჩემოდნებით, მაგისტრალით, მინიშნებით რამდენ კილომეტრშია სოხუმი და არც ეგაა პრობლემა, კლიპის ავტორებს თავის დროზე აბუჩად რომ არ აეგდოთ „გამარჯობა, აფხაზეთო ჩემო“. მე ისიც მომეწონა და ესეც. ზოგადად, ყველაფერი მომწონს, რაც ფერადია, სადაც ხალხია და განსაკუთრებით რეგიონები“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები