LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი ქემბელი გამჭვირვალე თეთრ კაბაში „თეთრ გედს“ შეადარეს (ფოტო)

372

ნაომი ქემპბელი ლონდონში Vogue’s Fashion and Film Bash-ის წვეულებას სტუმრობდა. 90-იანი წლების სუპერმოდელი თეთრი ფერის გამჭვირვალე, ჰაეროვან და ძალიან მდიდრულ კაბაში გამოჩნდა ღონისძიებაზე. საღამოს კაბაზე ნაომის ამავე ფერის ბუმბულებიანი მოსაცმელი ჰქონდა მოხვეული, მას მედიაში „თეთრი გედიც“ შეარქვეს.

პომპეზური კაბის პარალელურად, ნაომი ქემპბელმა აქცენტი მინიმალისტურ მაკიაჟზე და სადა ვარცხნილობაზე გააკეთა. საინტერესოა, რომ ცნობილი მოდელი ღონისძიებაზე მარტო მივიდა. ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ის რეპერს, Skepta-ს ხვდება. ღონისძიების კიდევ ერთი საპატიო სტუმარი ქეით მოსი იყო, რომელმაც შავი ელეგანტური ანსამბლი მოირგო.

 

http://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-5407277/Naomi-Campbell-turns-heads-stunning-feathered-ensemble.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები